ICDI -იმ შემაჯამებელი დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა

ამბები

31 ოქტომბერი 17:14, 2017 წელი

არასამთავრობო ორგანიზაციამ ICDI-იმ „კვირას“ პრესკლუბში არჩევნების პირველი ტური შეაფასა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სადამკვირვებლო მისია შედგება 150-მდე გრძელვადიანი, მოკლევადიანი და მობილური ჯგუფების დამკვირვებლებისაგან. რომლებიც შეირჩნენ კონკურსის წესით და ისინი სრულად მოიცავდნენ საარჩევნო უბნების გარკვეულ სპექტრს, თუმცა უფლება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ ნებისმიერ უბანსა და ოლქს, რადგან წარმომადგენლები ოფიციალურად იყვნენ ცესკოში დარეგისტრირებულნი ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებად.


ორგანიზაციის ხელმძღვანელ მერი კაპანაძის თქმით: მიმდინარე წლის არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად, სამართლებრივად და ექსესების გარეშე ჩაიარა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მმართველი პარტიის დომინანტობის ფონზე. წინა წლებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა სიაში არ დაფიქსირებულა ხარვეზი. ცესკომ ძირითადად არჩევნები კანონმდებლობის დაცვით, მშვიდად და გამჭვირვალედ ჩაატარა. შესამჩნევია, რომ წინა წლების საკანონმდებლო და პროცედურული დარღვევების გაუმჯობესებით საარჩევნო ადმინისტრაციამ დადებითი სვლები განახორციელა. ცესკო თავისი ადმინისტრაციული ვალდებულებები დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით შეასრულა.


ორგანიზაციის წარმომადგენელი ტატო ირემაძე, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა საარჩევნო უბნების გახსნას და არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აღნიშნავს: „არჩევნების დღე, ზოგადად, წესრიგის დაცვით წარიმართა. ICDI-ის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ იმ უბნებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, პროცესებმა გამჭვირვალედ და მშვიდად ჩაიარა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში თავიანთ ფუნქციებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. ICDI-ის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადასტურებენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს, კერძოდ, საარჩევნო უბნების მცირედი დაგვიანებით გახსნას, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას, ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევას და სხვა მცირე პროცედურულ დარღვევებს, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.“


არჩევნების დღის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ICDI-ის იურისტმა გელა ჩიღოშვილმა ისაუბრა იმ საკანონმდებლო მხარდაჭერაზე, რომელსაც გრძნობდნენ არჩევნების დღის მუშაობის პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან: „ორგანიზაციამ შეიტანა საჩივრები, რომელთაგან ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილი დაუკმაყოფილებელი, განუხილველი და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იცავდა გამჭირვალობის პრინციპებს და სხდომები ღიად ტარდებოდა. სხდომებს ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლდები. გარდა აღნიშნულისა, ცესკომ აწარმოა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია და გააგრძელა მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების არჩევნებში ჩართულობის ხელშეწყობაზე, მათ შორის, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის მიერ ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდება ვიდეო-ზარისა და ჟესტური ენის მეშვეობით.


ICDI ასევე, გასცემს რეკომენდაციებს პარლამენტისა და ცესკოს მისამართით და აანონსებს, რომ არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება ბორჯომში, ყაზბეგსა და ხაშურში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?