თბილისო, მზად ხარ H&M-ისთვის?

ამბები

1 ნოემბერი 12:45, 2017 წელი

საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის – საქართველოში პირველ მაღაზიას 2017 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნის. თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“, ყველასთვის საყვარელი ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

H&M-ის მომხმარებლებს წინ დაუვიწყარი შოპინგი ელით!
ისინი უახლეს ტრენდებს, ყველა დროის ფავორიტებსა და ყოველდღიურ ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენენ. ქალების, მამაკაცების, თინეიჯერებისა და ბავშვების სამოსი და აქსესუარები შესაბამის განყოფილებებში გადანაწილდება და თითოეულ სტუმარს საკუთარი სტილის პოვნასა და შთაგონების მიღებაში დაეხმარება.


„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.

18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, H&M-ი გახსნისწინა წუთების ათვლას ყველასთვის საყვარელ ქართველ დიჯეისთან ერთად დაიწყებს, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს. ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, განსაკუთრებულად დაჯილდოვდებიან და, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?