კვერცხუჯრედის ბანკი - ინოვაციური სერვისი მედვიზიტ გლობალისგან

ამბები

3 ნოემბერი 00:24, 2017 წელი

მორიგი სიახლე ინ ვიტრო განაყოფიერებაში - მედვიზიტ გლობალი პაციენტებს კვერცხუჯრედების ბანკის სერვისს სთავაზობს.

 

სუროგაციისა და დონაციის საერთაშორისო ცენტრი "მედვიზიტ გლობალი", რომელიც მუდმივად ამკვიდრებს ინოვაციურ სერვისებს ხელოვნური განაყოფიერების სფეროში, პირველად საქართველოში, იწყებს ინოვაციურ პროგრამას და ქართველ პოტენციურ მშობლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლონ დონორთა გაყინული კვერჯხუჯრედის ბანკით.


კვერცხუჯრედთა ბანკის გამოყენების უპირატესობები


კვერცხუჯრედების მიღება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, რაც პაციენტებს თავიდან აარიდებს ლოდინის პროცესს. გაყინული კვერცხუჯრედების ბანკის გამოყენება ასევე თავიდან აგაცილებთ სამედიცინო რისკებს, რაც შეიძლება გამოიკვეთოს დონორის სამედიცინო მომზადების პროცესში (სტიმულაციის მიმართ არასათანადო რეაქცია, კვერცხუჯრედების ზრდისა და განვითარების შეფერხება).


პაციენტი ასევე დაზღვეულია შერჩეული დონორის მიერ დონაციაზე უარის თქმისგან (უცაბედი პირადი ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე). გაყინული კვერცხუჯრედები უკვე მიღებულია დონორისგან და მზადაა გამოყენებისთვის.


შესაბამისად, პაციენტს (პოტენციურ მშობელს) არ უწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნება დონაციის შედეგი, რამდენ კვერცხუჯრედს მიიღებს და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაწყვეტს ისარგებლოს კვერცხუჯრედების ბანკით, შეუძლია თავისუფლად დაგეგმოს ინ ვიტრო პროცედურის თარიღი.


სტანდარტული დონაციის პროგრამის შემთხვევაში ხდება კვერცხუჯრედის დონორისა და პაციენტის სინქტორნიზაცია, რაც დამოკიდებულია მათ მენსტრუალურ ციკლზე და მოითხოვს დროს.


კვერჯხუჯრედის ბანკის გამოყენების შემთხვევაში ეს დროის ფაქტორი მოხსნილია და პაციენტს არ უწევს ლოდინი, რაც ძალიან კომფორტულია და მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას.


რამდენად ეფექტური და ხელმისაწვდომია აღნიშნული პროგრამა ფართო საზოგადოებისთვის?


პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა და აღსანიშნავი ფაქტორი მისი ხელმისაწვდომობაა. კვერცხუჯრედის ბანკის გამოყენება ბევრად უფრო იაფი უჯდება პაციენტს, ვიდრე სტანდარტული დონაციის პროგრამა. რაც შეეხება ეფექტურობას, კვლევების შედეგად დადგენიალია რომ გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენება უტოლდება სტანდარტული დონაციის პროგრამით მიღებული კვერცხუჯრედების ეფექტურობას. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დონორების შერჩევა/გამოკვლევას, კვალიფიციური მედპერსონალი აწარმოებს.


აღნიშნული პროგრამის გარდა, კიდევ რა მომსახურებას სთავაზობს „მედვიზიტ გლობალი“ პაციენტებს?


ქალებს, რომელთაც არ სურთ, ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები, ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ, თავიდან აიცილონ დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები, ვთავაზობთ კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე, შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით. აღნიშნული მეთოდი, ასევე, გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე. ჩვენ ვთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი.


წყვილებს, რომლებიც მიმართავენ არა კვერცხუჯრედის ბანკს, არამედ ხელოვნურ განაყოფიერებას, რას სთავაზობთ?


„მედვიზიტ გლობალი“ სრულიად ინოვაციურ სერვისს სთავაზობს პაციენტებს, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, სტანდარტული პროგრამებისგან, რასაც დღემდე სთავაზობდნენ საქართველოში. კონკრეტული ფიქსირებული თანხის ფარგლებში, წყვილს, რომელიც საჭიროებს ინ ვიტრო განაყოფიერებას, შეუძლია მიიღოს გარანტირებული შედეგი.


დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი და ჩვენ მოხარულები ვართ, შევთავაზოთ ეს მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი პროგრამა მომავალ მშობლებს.


რას ნიშნავს გარანტირებული პროგრამა?


პროგრამის ფარგლებში, პაციენტი იხდის კონკრეტულ ფიქსირებულ თანხას და იღებს ულიმიტო რაოდენობის ხელოვნური განაყოფიერების (ინ ვიტრო) პროცედურას სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქსირებულ თანხად კლინიკა ატარებს ხელოვნური განაყოფიერების (ინ ვიტრო) პროცედურებს, სანამ ბავშვი არ დაიბადება.


 დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია "მედვიზიტ გლობალი" პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ: 599 56 67 61 ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე:


http://medvisitglobal.com 


Facebook: დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო ცენტრი Medvisit Global

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?