ახალგაზრდა და ნიჭიერი ავტორის კოკი ხარშილაძის მისალოცად ახლო მეგობრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩავიდნენ.
თეატრალიზებული ელემენტებით გაჯერებულ ღონისძიებაში კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ, რომლებიც მონაცველობით კითხულობდნენ კრებულში დაბეჭდილ ლექსებს.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოკი ხარშილაძის ლექსების კრებული „უხმო მუსიკა“ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გამოიცა. ხოლო, წიგნის პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით შედგა.