პროფესიულ კოლეჯებში სწავლა დაიწყო

ამბები

28 ნოემბერი 15:27, 2017 წელი

პროფესიულ კოლეჯებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო.

სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 8 000-დე პირველკურსელს მიულოცა და, მათთან ერთად, პროფესიული კოლეჯის „აისის“ სტუდენტებს წარმატებები პირადად უსურვა.


სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა ტესტირების საფუძველზე მოხდა. სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ტესტირებისას მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს და კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხნენ.


საშემოდგომო მიღების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, აპლიკანტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სტილისტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, კონდიტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი, შემდუღებელი და ა.შ.


კოლეჯში „აისი“ აგრონომიის, ვეტერინარიის, მეცხოველეობის, სასურსათო ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ბიზნეს ადმინისტრირების, ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, მშენებლობის, ტრანსპორტის, აგროინჟინერიისა და სახელოვნებო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ანუ, დუალური მიდგომით, კოლეჯი „აისი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად, მევენახეობა-მეღვინეობის, მეხილეობისა და მეცხოველეს საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. კოლეჯი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. საგანმანათლებლო კომპლექსი მოიცავს უნივერსალური დიზაინის შესაბამისად რეაბილიტირებულ სასწავლო კორპუსს, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, ღვინის სახლსა და მინი საკონსერვო საწარმოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?