საქართველოში უფასო ფულის კეთების ახალი სქემა ამუშავდა?

ამბები

29 ნოემბერი 14:33, 2017 წელი

გულგრილობა თუ EASYLOAN.GE–სა და BILETEBI ONLINE–ის “აფიორა“?

 

CRIS NORMAN-ის კონცერტი, რომელიც  თბილისის სპორტის სასახლეში 10 დეკემბერს იყო დანიშნულიб ჩაიშალა. თავისთავად ეს ფაქტი  საყურადღებო ვერ გახდებოდა რომ არა ორგანიზატორების მხრიდან თანამდევი, რბილად რომ ითქვას,  გაუგებარი  საქციელი. საქმე ის არის, რომ ორი თვის მანძილზე TKT.GE-ის მიერ გაყიდული ბილეთები და გადახდილი საკომისიო თანხები, მიუხედავად რამდენიმე გზის დაპირებისა, რომ თანხების უკან დაბრუნება ორ კვირაში მოხდებოდა, დღემდე არ მომხდარა.


რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, კონცერტის ორგანიზატორად ონლაინ სივრცეში წარმოჩენილი იყო ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE.


ჩაშლილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების პროცესის არაადეკვატურად გაჭიანურებამ, ბუნებრივიაб მრავალი კითხვა გააჩინა. უკვე მესამე კვირაбა რაც მოტყუებული მომხმარებელი კატეგორიულად ითხოვს თანხის უკან დაბრუნებასб საკომისიოს ჩათვლით და აღშფოთებას ჯერჯერობით სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავს.


კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ არ პასუხობენ, თუ ვინ არის რეალურად კონცერტის ორგანიზატორი.


მართალია TKT.GE-მ ორგანიზატორად EASYLOAN.GE დაასახელა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას გადააბარა, EASYLOAN.GE-მ თავის მხრივ , პასუხისმგებლობას თავი აარიდა და დაზარალებული პირებიб ფაქტობრივადб გაურკვეველ FB გვერდზე – BILETEBI ONLINE-ზე  გადაამისამართა… BILETEBI ONLINE–ს, რამდენადაც ირკვევა, ვებგვერდი არც კი გააჩნია.



 



TKT.GE-ის ოფიციალურ „ფეიჯზე“ BILETEBI ONLINE.GE კონტაქტზე უკვე აღარ გადის  და დაზარალებულების მიერ მისი მისამართით დასმულ კითხვას, თუ რატომ გაუქმდა კონცერტი, კონკრეტულ პასუხს არ სცემს. იმით შემოიფარგლება, რომ ინფორმაცია, თურმე ნუ იტყვით, ”კონფედიციალური” ყოფილა… პირად სასაუბროში ერთ-ერთ დაზარალებულთან კონცერტის ჩაშლის მიზეზებზე ცოტა მეტს საუბრობს, თუმცა ვითარება კიდევ უფრო  ბუნდოვანი ხდება. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, BILETEBI ONLINE  უარგუმენტობის გამო მუქარაზეც გადადის…



აქ საგულისხმო სწორედ ის არის, რომ  საუბარში ნახსენებია CHRIS REA, რომლის კონცერტი დაგეგმილია 30 დეკემბერს სპორტის სასახლეში და ბილეთების ნაწილი აქაც უკვე გაყიდულია.
ზემოთ აღნიშნულ კომენტარში EASYLOAN.GE იმასაც ამბობს, რომ ის არ არის ორგანიზატორი და მისი სახელის გამოყენებით ხდებოდა მომღერლის ჩამოყვანა. ასევე გარკვევით წერს, რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას იღებს CHRIS REA-ს ორგანიზატორი და ასეთად BILETEBI ONLINE-ის მისამართს უთითებს.


სახეზეა სრული გაუგებრობა და მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.


მომხმარებლებს უჩნდებათ გონივრული ეჭვი, რომ  30 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტსაც 10 დეკემბერს დაგეგმილი CRIS NORMAN-ის კონცერტის ბედი ეწევა. მით უმეტეს, როგორც ირკვევა, CHRIS REA-ს ოფიციალურ საიტზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტი საერთოდ არ არის მითითებული…
როგორც დაზარალებულები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მათ მიწერილი აქვთ CHRIS REA-ს ოფიციალურ გვერდზე კითხვა – აქვს თუ არა მომღერალს დაგეგმილი 30 დეკემბერს საქართველოში კონცერტი და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.


ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება CRIS NORMAN-ის კონცერტზე ბილეთების შეძენით დაზარალებული მომხმარებლების მდგომარეობა, რომლებმაც დღემდე არ იციანб როდის დაუბრუნდებათ გადახდილი თანხები.



თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩაშლილი კონცერტის ორგანიზატორად იკვეთება ონლაინსესხების კომპანია EASYLOAN.GE, ამ წუთისთვის მოტყუებულ მომხმარებლებში ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, ხომ არ იყენებს ეს ორგანიზაცია მათ მიერ ბილეთებში გადახდილ თანხებს უფასო ფინანსურ რესურსად საკუთარი საკრედიტო საქმიანობისთვის და ხომ არ გვაქვს საქმე თაღლითობის დახვეწილ სქემასთან?!
ამ კითხვაზე პასუხი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის საქმეა და რამდენადაც დაზარალებული მომხმარებლები აცხადებენ, ისინი აპირებენ, ამ კითხვით ფინანსურ პოლიციას მიმართონ.


P.S. ფეისბუქ მომხმარებლების ფოტოები და სახელები დაფარულია რედაქციის მიერ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?