კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ფრენშაიზინგის ყველაზე მსხვილი შეთანხმება გააფორმა

ამბები

11 დეკემბერი 13:55, 2017 წელი

შეთანხმების თანახმად, „m2 უძრავი ქონება“ საკუთარი ბრენდის ქვეშ ააშენებს და განავითარებს 3 600-ბიანიან საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია „Georgian Retail Centers LLC“-ის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. 

აღნიშნული შეთანხმების შედეგად, „m2 უძრავი ქონება“ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე 190 000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს ააშენებს. პროექტი ათი ეტაპისგან შედგება და სამუშაო პროცესი ოთხიდან ხუთ წლამდე გასტანს.


აღნიშნული ფრენშაიზინგული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის კუთხთით, თუმცა ამასთანავე,  m2-ის სტრატეგიულ მიმართლებას წარმოადგენს საქართველოში სასტუმროების მშენებლობა. ამჟამად m2-ს საპროექტო-სამშენებლო ფაზაში აქვს სასტუმროს 3 პროექტი, რომელიც ჯამურად 400 ნომერს მოიცავს. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი სასტუმრო ნომრების ათასამდე გაზრდა იგეგმება. 


„მინდა, მივულოცო მთელს გუნდს ეს წარმატება, რადგან კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრენშაიზინგის შეთანხმება გააფორმა. m2 უკვე ათი წელია ოპერირებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე და წარმატებული პროექტების შედეგად, დიდი ნდობით სარგებლობს როგორც ბიზნეს, ასევე სამომხმარებლო სექტორის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასთან ერთად, სწორედ სასტუმროების მშენებლობებია. ვფიქრობთ, სასტუმროების სექტორის განვითარება საქართველოში აქტიურად შეუწყობს ხელს ტურისტული ბიზნესის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კომპანია "m2 უძრავი ქონება" აქტიურად იქნება წარმოდგენილი სასტუმროების სექტორში, მხოლოდ მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს არაერთი სასტუმროს მშენებლობა, რომელთა ნომრების ჯამური რაოდენობაც 1000-ს მიაღწევს,“  - განაცხადა m2- ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


m² -ის შესახებ:
დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს  ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას.  m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge  


საინვესტიციო ჯგუფის "ბიჯეო" შესახებ:
"ბიჯეო ჯგუფი" (BGEO Group PLC) დიდ ბრიტანეთში არსებული,  საქართველოში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია და საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. "ბიჯეო" უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში ახორციელებს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში შედის საინვესტიციო ბიზნესი, რომელიც მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG რომელიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე), m2 უძრავი ქონება, "ჯორჯიან გლობალ იუთილითის“ (GGU) და "თელიანი ველი". 2017 წლის 3 ივლისს "ბიჯეომ" განაცხადა საბანკო ბიზნესის და საინვესტიციო ბიზნესის გამიჯვნის შესახებ. აღნიშნული პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და ამ დროიდან "საქართველოს ბანკი" და საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო" ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობენ ფუნქციონირებას, შედეგად ორივე ბიზნეს მიმართულებას, შესაძლებლობა ექნება კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?