ლეგენდარულმა საცეკვაო ანსამბლმა „ანატოლიის ცეცხლმა“ პირველი კონცერტი ბათუმში გამართა

ამბები

14 დეკემბერი 13:17, 2017 წელი

კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით, თურქეთის ლეგენდარული საცეკვაო ანსამბლის “ანატოლიის ცეცხლის” საგასტროლო ტურნე საქართველოში ბათუმით დაიწყო. გუშინ 13 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში პირველი კონცერტი გაიმართა.

ბათუმელებს ლეგენდარული ანსამბლის მოცეკვავები ცეცხლოვან შოუს დღესაც წარუდგენენ.


„ანატოლიის ცეცხლი“ ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც არაერთხელ დაიმსახურა მაღალი შეფასებები მსოფლიოს ისეთ დიდ სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.  


„ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან. ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან და მოცეკვევეებს მთელი მსოფლიოდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, ჯგუფში 10 ქართველია, ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს ქართველი მაყურებლებისვის დაგეგმილ კონცერტებს. კავკასიელებს ცეკვა ძალიან უყვართ. ცეკვის ენა უნივერსალურია. შეიძლება ითქვას, რომ “ანატოლიის ცეცხლის“ მთავარი მიზანია, დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა“, - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი სელაჰატინ ათალაი, რომელიც ლეგენდარული თურქული ანსამბლის  უნიკალურობასა და  საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე საუბრობს.


„ანატოლიის ცეცხლი“ 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებნენ „ცეკვის სულთანებს“, 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა „ანატოლიის ცეცხლი“ მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ანსამბლი გვთავაზობს არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.


ლეგენდალური ჯგუფი 16-17 დეკემბერს თბილისს ეწვევა და კონცერტები  თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ჯგუფის საგასტროლო ტურნეს მხარდამჭერია საქართველოში თურქეთის საელჩო. ტურნე საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს ეძღვნება.


https://biletebi.ge/fire-of-anatolia/anatoliis-tsetskhli-fire-of-anatolia


https://tkt.ge/ka/event/anatoliis-ceckhli-91247

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?