სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება

ამბები

15 დეკემბერი 14:45, 2017 წელი

ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება, - ამის შესახებაც განცხადება განათლებისა და კულტურის მინისტრებმა 45-ე საჯარო სკოლაში გააკეთეს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალი ადამიანური კაპიტალია და ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის.       სწორედ ამიტომ, 2018 წლის იანვრიდან კამპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს. სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან ყველა ასაკის მოსწავლეები საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად.


სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სკოლის დონეზე გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდები შეჯიბრს სხვა სკოლის მოსწავლეებთან გამართავენ,  შემდეგ კი,  საქართველოს პირველობისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკვე  ევროპელ თანატოლებს შეეჯიბრებიან.


კამპანიის წარმატებით წარმართვისთვის უკვე არსებობს საფუძველი, რადგან სამი წელია წარმატებით ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი - „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“, რომელიც სპორტის 7 სახეობას მოიცავს და მასში 350 სკოლის 12 000- მდე მოსწავლეა ჩართული. წელს კი, 1700-მდე სკოლის 100 000 მოსწავლე ცდილობს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვოს. შვიდივე სახეობის გამარჯვებული გუნდი  მსოფლიო სასკოლო თამაშებზე მიემგზავრება.


მოსწავლეთა სპორტულ შეჯიბრებში მასობრივად ჩართვა, ახალგაზრდებს არა მხოლოდ თავისუფალი დროის სწორად განკარგვაში დაეხმარება, მოახდენენ სტიმულირებას ენერგია განათლებასა და სპორტში დახარჯონ, იყვნენ  განათლებულნი და სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღნი. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?