19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

ამბები

18 დეკემბერი 18:08, 2017 წელი

19 დეკემბერს, 12:00 საათზე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის: თბილისი, ჭავჭავაძის 7,  მეორე სართული) 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

შეხვედრას ცენტრის დირექტორი -  ნინო ჭელიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი -  მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მიხეილ გიორგაძე,  ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - ჟან-ივ ლავუა,   აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი -  ჯეფ რენო, უნგრეთის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე - ანიკო ფარკაში, შესარჩევი კომისიის წევრები და ცენტრის კურსდამთავრებულები დაესწრებიან.


განათლების საერთაშორისო ცენტრის  2017 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის პარტნიორ ორგანიზაციებს, კურსდამთავრებულებსა და თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, ერთად გააცნონ წლის შედეგები ფართო საზოგადოებას და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე.


2017 წელი ცენტრისთვის 500-ზე მეტი სტიპენდიით, სამი ახალი სასტიპენდიო სქემით, საპარტნიორო პროგრამებითა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამებით იყო გამორჩეული. განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ წლების მიხედვით გაცემული სტიპენდიების რაოდენობა ასე გამოიყურება:  2014 წელი  - 77 სტიპენდია, 2015 წელი  – 115 სტიპენდია, 2016 წელი – 122 სტიპენდია, 2017 წელი– 212 სტიპენდია.


2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი ახალი სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო აშშ-სა  ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა) და უნგრეთის (სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში)  მთავრობებთან თანამშრომლობით. სამაგისტრო პროგრამები შეერთებულ შტატებში და უმაღლესის სამივე საფეხურზე სწავლა უნგრეთში შესაძლებელი გახდა თანამშრომლობითი პროგრამების დახმარებით.


2017 წელს ცენტრმა პირველად  "კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო" კონკურსი გამოაცხადა  და ოთხი  გამარჯვებული გამოავლინა. გაცემული გრანტები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების და უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების თანამშრომლობასა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას.


ღონისძიების ბოლოს მედიის წარმომადგენლებს ნებისმიერი კითხვის დასმის საშუალება მიეცემათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?