მინისტრის თქმით, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ

ამბები

20 დეკემბერი 11:18, 2017 წელი

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით,  სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ ბრძოლაში სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ.

ამის შესახებ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მინისტრის განცხადებით, ფსიქოლოგები სკოლებში აქტიურად მუშაობენ თუმცა, სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება, რადგან სამინისტროს მიზანია, არა მხოლოდ ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია.


მინისტრის თქმით, ძალადობისა და ბულინგის აღსაკვეთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სათანადო ინფორმირება. შესაბამისად,  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები მიეწოდებათ. მინისტრი მიიჩნევს, რომ პრობლემების ცხადად  დასანახად და მათ გადასაჭრელად  აუცილებელია ბავშვების  ჩართულობა და მათთან უწყვეტი დიალოგი. ამიტომ,  უკვე დაწყებულია მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“.


მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,  რომ სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ, რადგან მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?