ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ “ქალები მომავლისათვის” მმართველი ბორდი და თავმჯდომარე წარადგინა

ამბები

28 დეკემბერი 19:16, 2017 წელი

ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ “ქალები მომავლისათვის” ახალი გეგმები, მმართველი ბორდი და ბორდის ახალი თავმჯდომარე ნინო კობახიძე წარადგინა.

ბორდის ახალი წევრების და სამომავლო მიზნების პრეზენტაცია გაიმართა 28 დეკემბერს, 12.00 ზე სასტუმროში HOLIDAY INN.


ფედერაციის მართველი ბორდის წევრები არიან: ქ-ნი თინათინ რუხაძე, წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ დამფუძნებელი“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” დამფუძნებელი, ქ-ნი ნინო ზამბახიძე, ლიდერი იურიდიული კომპანია “ბიელსის“ მმართველი პარტნიორი - ქ-ნი ქეთევან ქვარცხავა, კომპანია გალფის ვიცე პრეზიდენტი - ქ-ნი ნინო ჯიბლაძე, “საპარტნიორი ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ქ-ნი ნათია თურნავა, უმსხვილესი ქართული საწარმო “დიოს” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი - ქ-ნი ირმა დაუშვილი, საკომუნიკაციო კომპანია “ქი ქომუნიქეიშენის“ დამფუძნებელი - ქ-ნი თეონა ბაღდავაძე, აზროვნების აკადემია “ლეტერატოს“ დამფუძნებელი - ქ-ნი თამარ რაზმაძე, მეცხოველეობის დარგის ლიდერი კომპანიის “კავკასიის გენეტიკა“ დამფუძნებელი - ქ-ნი თამარ ყაჭაშვილი.


ფედერაციის მიზანია ქალ-ბიზნესმენთა იდეების მხარდაჭერა. იგეგმება ქალთა ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, ქალთა შორის ინოვაციური ბიზნეს იდეების პოპულარიზაცია, დაფინანსების მოძიების მხარდაჭერა და სასტიპენდიო ფონდების შექმნა. ბიზნესმენ ქალთა ფედერაცია დაეხმარება წევრებს კონკრეტული წინადადებების ან ინოვაციური იდეების ადვოკატირებაში და მეგზურობას გასწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. იგეგმება ბიზნეს ლიდერ ქალთა ლობის გაზრდა საკანონმდებლო დონეზე.


ეტაპობრივად მოხდება ბიზნეს-ლიდერ ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოსა და გლობალურ ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების ასპექტებში. ფედერაცია გეგმავს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს ლიდერ ქალებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.


განახლებულ ფედერაციაში მმართველი ბორდის თავმჯდომარის ადგილს, ასოციაციის დამფუძნებლის, წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” დაფუძნებლის - ქ-ნი თინათინ რუხაძისაგან გადაიბარება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ გლობალ ბენეფიტის ჯორჯია” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი - ქ-ნი ნინო კობახიძემ.


ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია,3 წლის წინ შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, ქალთა როლის გასაძლიერების მიზნით და მრავალი საინტერესო პროექტი განახორიცელა თბილისსა თუ რეგიონებში


ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის საქმიანობაში ჩართვის მსურველებს ეტაპობრივად მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას. ფედერაცია სრული დატვირთვით მუშაობას შეუდგება 2018 წლის პირველი თებერვლიდან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?