ტრენინგები უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ამბები

16 თებერვალი 17:30, 2018 წელი

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამართული ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა.

 


ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების ინტერნაციონალიზაცია.  


ერთკვირიანი ტრენინგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის „იეჰუდა ელკანას ცენტრის“ ტრენერებმა ჩაატარეს.  ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ განათლების ექსპერტები:  პუშა ნასტასე (Pusa Nastase - the Yehuda Elkana Center for Higher Education) და  მატიაშ საბო (Matyas Szabo - the Yehuda Elkana Center for Higher Education).


„იეჰუდა ელკანას უმაღლესი განათლების ცენტრი“ (the Yehuda Elkana Center for Higher Education) არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) კვლევითი ცენტრი, რომელიც უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობს განათლების პოლიტიკის, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საკონსულტაციო ინიციატივების შემუშავებაზე.


ტრენინგებში მონაწილეობს ცენტრის ექვსი პარტნიორი უნივერსიტეტის: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  50-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.


საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება  დაგეგმილია 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის და უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე და მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?