,,სიცოცხლისთვის" - თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ისრაელში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ამბები

21 თებერვალი 16:08, 2018 წელი

14 მარტს ისრაელში, ქალაქ ხულონში, 24 წლის თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ფონდი „ცხოვრება მშვენიერია" საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნიკოლო ესაკიამ აღნიშნა, ღონისძიებიდან შემოსული თანხა თეონა ნუცუბიძის მკურნალობასა და ოპერაციას მოხმარდება.


„საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია" და ჩვენთვის საპატიო სტუმრები, ჩვენი ვარსკვლავები 14 მარტს 20:00 საათზე ისრაელის ქალაქ ხულონში გავმართავთ საქველმოქმედო ღონისძიებას „სიცოცხლისთვის".

მსგავსი ღონისძიება საქართველოში უკვე ჩატარდა 25 იანვარს სპორტის სასახლეში, სადაც მონაწილეობდნენ ანსამბლი "სუხიშვილები"  ნინო ქათამაძე და ნიაზ დიასამიძე. ღონისძიება ძალიან მასშტაბურია და ეს ფონდისთვის ძალიან საპასუხისმგებლოც არის. რაც შეეხება თეონა ნუცუბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას სჭირდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ის უკვე 10 თვეა, ისრაელში გადის მკურნალობას და ძალიან მალე უნდა ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია", - განაცხადა ნიკოლო ესაკიამ.


მისივე თქმით, ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას" მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები არაერთხელ გაუმართავს და კეთილი საქმის გაგრძელებას, არაერთი სიცოცხლის გადასარჩენად მომავალშიც აპირებს.


,,ფონდს გაკეთებული აქვს ხუთი ღონისძიება, ეს არის ხუთი გადარჩენილი სიცოცხლე, დავიწყებ ნიკუშა ნატროშვილით და დღეს უკვე ვეხმარებით თეონას. მჯერა, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება, ის ადამიანები ვინც გადარჩნენ დღეს უკვე ჩვენი ფონდის წევრები არიან. მჯერა, რომ თეონა შემოუერთდება ჩვენი ფონდის რიგებს და ჩვენ მომავალში ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ერთად. აქვე დავსძენ, რომ ფონდის თითოეული წევრი უანგაროდ არის საქმეში ჩართული. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ და თეონა აუცილებლად შემოერთდება ჩვენს რიგებს",- განაცხადა ნიკოლო ესაკიამ.


დღევანდელ პრესკონფერენციას, იმ მომღერლებთან ერთად, ვინც ისრაელში საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, ესწრებოდა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე, ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.



„დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ კონცერტს, რომელიც სპორტის სასახლეში ჩატარდა. დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა და ეს ძალიან კარგია. გამეხარდა, რომ მთელმა საქართველომ მოინდომა ნაბიჯის გადადგმა და ეს იყო საქველმოქმედო საღამო. ის რაც მოხდება 14 მარტს ისრაელში ეს იცის თითქმის ყველამ.  ვხედავთ, რომ ქართულ-ებრაული მეგობრობა ოდითგანვე იყო და ეს ასეც იქნება. ვინც ახლა ამ საქმის სასიკეთოდ დასაგვირგვინებლად ნაბიჯს გადადგამს, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის იქნება ყოველთვის საამაყო. მინდა ისიც ვთქვა, რომ ისრაელის ელჩა შაბთაი ცურმა, რომელსაც 11 მარტს აქვს თავისი ოჯახის წევრის საზეიმო საღამო და დაპატიჟა ესენი იმ საღამოზე და იქ გამოაცხადებს კიდევ ერთხელ რომ  14 - ში ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი და რომ ყველა მივიდეს. ადამიანი რომ გაივლებს გულში, რომ როგორმე დავეხმარო ამ საქმეს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯამლეტ ხუხაშვილმა.


თეონა ნუცუბიძეს „არაჰოჯიკური ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა აქვს და მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ისრაელში.


საქველმოქმედო კონცერტში რომელიც ისრაელში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ: 


მორის ჯანაშვილი, ბადრი ჯანაშვილი, მალხაზ სეფიაშვილი, კაკული გურიელაშვილი, მაია ვერძეული, მიშელ გურიელაშვილი, აჩი ფურცელაძე, აჩი მეფარიძე, დათუნა მგელაძე, ლიკა დოლიძე, თემურ ყვითელაშვილი, ცისანა და ჯემალ სეფიაშვილები, ნინო ჩხეიძე, ვეფხვო კუხიანიძე, ლეილა თოდაძე და შალვა მორელი.


ფონდი „ცხოვრება მშვენიერია" 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას.


აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?