"საბა კონსტრაქშენის" გრანდიოზული სიურპრიზი დედებს

ამბები

3 მარტი 17:48, 2018 წელი

სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" გასართობ ცენტრ "ბუმბუმში" დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედებს დაუვიწყარი საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება მედიასააგენტო "კლიპ-არტის" ორგანიზებით გაიმართა.


კომპანია "საბა კონსტრაქშენის" დირექტორის, ლევან თარგამაძის განცხადებით, კომპანია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებებისა და ინიციატივების დაფინანსებას.


"პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე ყველა დედას მივულოცო. მედიასააგენტო "კლიპ-არტმა" შემოგვთავაზა იდეა, რომ ასეთი ღონისძიება დაგვესპონსორებინა. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო ინიციატივა აღმოჩნდა და დავაფინანსეთ. ღონისძიების დასასრულს დედებს გრანდიოზული და ექსკლუზიური საჩუქრები გადავეცით. და ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გასართობი ღონისძიება. ჩვენი კომპანია მსგავს ინიციატივებს მიესალმება და ყოველთვის დავაფინანსებთ საინტერესო იდეას“, – განაცხადა ლევან თარგამაძემ.


"კლიპ-არტმა" დედებს ბავშვების ნახატების მიხედვით შეკერილი სოკომოროს თოჯინები აჩუქა.


"ჩვენ ბავშვებს დავახატვინეთ დედები. ნახატების შესაბამისად შევკერეთ თოჯინები და დღევანდელ ღონისძიებაზე ვაჩუქეთ დედებს. პრაქტიკულად პატარებმა დედებს საკუთარი თავი აჩუქეს", – განაცხადა "კლიპ-არტის" წარმომადგენელმა თამთა კალანდაძემ.


გარდა თოჯინებისა, "კლიპ-არტმა" დედებს სხვა უამრავი საჩუქარიც გაუკეთა. გასართობი პროგრამები გათვალისწინებული იყო დედებისთვისაც და ბავშვებისთვის.


სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" დაარსებიდან დღემდე ათეულობით ინოვაციური პროექტი განახორციელა.

დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ - მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?