„ხელოვნება განათლებისთვის“ - თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი

ამბები

9 მარტი 11:18, 2018 წელი

მუსიკალური ფესტივალი - „ხელოვნება განათლებისთვის" 9-14 მარტის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები - მარიამ მაჩაიძე (ვიოლინო - ჯულიარდის სკოლა, აშშ) და ქეთევან ტიღაშვილი (ჰობოი - მიუნხენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი, გერმანია).


ფესტივალში  მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ ესტონეთის, იტალიის, ინგლისის, უკრაინისა და კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლები - სუან ო - ვიოლინო, ლილია ტიმჩიშენი - ალტი, იოჰანეს ველია - ჩელო, მატეო გობინი - ფორტეპიანო.  პროექტი შედგება მასტერკლასებისა და  კონცერტებისგან ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებისთვის, კონსერვატორიის სტუდენტებისა  და ფართო საზოგადოებისთვის. პროექტის მიზანია, საქართველოში ინსტრუმენტალური მუსიკის განვითარება,  მომავალი თაობის, ახალგაზრდების მოზიდვა და კლასიკური მუსიკით დაინტერესება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:


9, 10, 11 მარტი, 13:00 საათი -  მასტერკლასები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში;


13 მარტი, 20:00 საათი - კონცერტი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა 7);


14 მარტი, 19:00 საათი  - კონცერტი („კამარა” ოქროყანის ქუჩა 17);


15 მარტი 20:30 საათი  -  კონცერტი ( „ფაბრიკა“, ნინოშვილის 8;


16 მარტი 18:00 საათი – კონცერტი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი, გრიბოედოვის ქუჩა 8/10);


აღნიშნული პროექტი სსიპ განათლების საერთაშორის ცენტრის მიერ გამოცხადებული „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებული პროექტია (სულ 4 პროექტი დააფინანსა ცენტრმა).  „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო კონკურსის“  მიზანია,  ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ქვეყნის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში.


განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 500 - ზე  მეტი  სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?