აქცია მოქმედებს 13 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
სპეციალური ფასების აქციით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც საცალო, ასევე კორპორატიულმა მომხმარებლებმა.
HOWO-ს სატვირთო ავტომობილების ავტოსერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ შემდეგ სერვის ცენტრებში: თბილისი - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5 და სამგორში, კახეთის გზატკეცილი №63; ასევე ქუთაისი - ნიკეას მე-9 ჩიხი №2; ფოთი - ლარნაკას ქ. №2 და ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან).
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.