ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით ოჯახების გაძლიერებისთვის განხორციელებული პროექტის შედეგები

ამბები

25 მარტი 13:16, 2018 წელი

23 მარტს, პარტნიორმა ასოციაციებმა „ჩვენი სახლი-საქართველო“ და „სოციალური ქოლგა“,  საქართველოს რეგიონში განხორციელებული აქტივობების შედეგები წარადგინეს.

ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით საქართველოს 6 რეგიონში შერჩეულ მოწყვლად ოჯახებთან პროფესიონალმა სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა 9 თვის განმავლობაში იმუშავეს. შედეგთა ჩამონათვალშია: დასაქმება, ბავშვის რეინტეგრაცია, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა, პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შშმ პირებზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება, ბავშვების ჩართვა სკოლამდელ და სასკოლო განათლების პროცესში, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირება და სხვ.


შეიქმნა მიმღები მშობლების მომზადების ტრენინგ პროგრამა, აგრეთვე მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადას შტატის, უოშოს ოლქის სოციალური მომსახურების, მინდობით აღზრდისა და  შვილად აყვანის დეპარტამენტის ტრავმაზე ფოკუსირებული ტრენინგ-პროგრამის გაზიარება, რის საფუძველზეც გადამზადდა ქვემო ქართლის რეგიონის 25 მიმღები მშობელი.


ჩატარდა საჯარო სკოლების მოზარდებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების ცნობიერების ასამაღლებელი დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული, წარმატებული ახალგაზრდები/თანასწორგანმანათლებლები. ისინი შეხვდნენ 500 მოზარდს (14 საჯარო სკოლა და 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლი), საქართველოს 5 ქალაქში და 4 სოფელში. დისკუსია ეხებოდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, წარმატების მიღწევის გზებს და სტიგმის დაძლევას.


პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ და განხორციელდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?