ჯეიმს ბლანტს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს

ამბები

17 აპრილი 12:50, 2018 წელი

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს მსოფლიო ტურნეს „The AfterLove“-ის ფარგლებში ეწვევა. კონცერტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მომღერალი მსმენელს, სხვა სიმღერებთან ერთად, თავის უკვდავ ჰიტებსაც „You are Beautiful“ და „Goodbye My Lover “ შეუსრულებს.

ბრიტანელ პოპშემსრულებელს თბილისში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს.
ადამიანები ხშირად ფიქრობენ თავიანთ საოცნებო სახლზე, ზოგს სურს მყუდრო პატარა სახლი, ზოგს კი - დიდი. ისინი, სწორედ მათთვის შესაფერის გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. შესაბამისად, დასვენების, გასტროლების დროს თუ მოგზაურობისას საცხოვრებელ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისეთი დონის მომღერლისთვის, როგორიც ჯეიმს ბლანტია, აუცილებელია, ჰქონდეს ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და მისი ვიზიტი საქართველოში ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იქნება.

ბრიტანელი მომღერალი სასტუმროს მეათე სართულზე, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერში, ე.წ. პრემიერ სუითსში იცხოვრებს, რომელიც თავისი მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით ნამდვილად გამორჩეულია. ამიტომ სასტუმროში ფიქრობენ, რომ ლეგენდარული მომღერალი აღნიშნული ნომრით კმაყოფილი დარჩება.


იმის შესახებ, როგორ მასპინძლობას გაუწევს სასტუმრო პოპვარსკვლავს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერს, ნინო ჩეჩელაშვილს ვესაუბრეთ:




- გაქვთ თუ არა ბრიტანელი პოპშემსრულებლისთვის რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება?
- გვინდა, ბრიტანელ პოპშემსრულებელს თავი დავამახსოვროთ და გადავწყვიტეთ, ვაჩუქოთ ჩვენი სასტუმროს ბრენდირებული ხალათი წარწერით: „Specially For James Blunt“. ეს სამახსოვრო სიმბოლური „სუვენირი“ მას მუდმივად გაახსენებს დაუვიწყარ ვიზიტს თბილისში, კონკრეტულად კი, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“.


- თავად ჯეიმს ბლანტს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ხომ არ  წამოუყენებია?
- ჩვენ ორგანიზატორებს აბსოლუტურად ყველა დეტალი გამოვკითხეთ, მაგრამ ჯეიმს ბლანტი სულაც არ აღმოჩნდა პრეტენზიული სტუმარი. თუმცა, თუ მისი მხრიდან ვიზიტის დროს დამატებით იქნება რაიმე სახის ან მოთხოვნა ან სურვილი, ყოველთვის მზად ვართ, გავითვალისწინოთ ნებისმიერი წვრილმანი.


- რა ტიპის აპარტამენტს სთავაზობთ მომღერალს?

- გადავწყვიტეთ, ჯეიმს ბლანტს სასტუმროს მე-10 სართულზე მდებარე პრემიერ სუითი შევთავაზოთ, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერი. ჯამში, გვაქვს ორი პრემიერ სუითი - ე.წ. „შავი“, მეორე კი „ლურჯი ფერის“, სადაც დომინანტური ფერი სწორედ ლურჯია. რადგან ჯეიმს ბლანტის შემოქმედება უფრო ლირიკული, რომანტიკული და პოეტურია, ვფიქრობთ, ლურჯი ფერი მის შემოქმედებასთან უფრო ახლოს იქნება.


- რამდენად მოგწონთ და ხართ თუ არა მისი შემოქმედების მსმენელი?
- პირადად ჩემთვის, ჯეიმს ბლანტი პოპშემსრულებლებში გამორჩეული ფიგურაა. ჯეიმს ბლანტის ხსენების დროს პირველი, რაც მახსენდება, ესაა მისი უკვდავი ჰიტი „You`re Beautiful“ და, ასევე, „Wiseman“. ძალიან  მომწონს „1973-იც“. მიმაჩნია, რომ ჯეიმს ბლანტი გემოვნებიანი მუსიკოსი და ძალიან კარგი მომღერალია, მისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრით.


- გიმასპინძლიათ ასეთი დონის მომღერლისთვის?
- გვიმასპინძლია სხვადასხვა მუსიკოსისთვის, თუმცა ჯეიმს ბლანტის დონის შემსრულებელი ჯერ არ გვყოლია და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?