Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2 შემატებს

ამბები

20 აპრილი 13:36, 2018 წელი

უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ Colliers International- მა 2017 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, თბილისის თანამედროვე საოფისე ფონდია მიმოხილული.

„საქართველოს A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. წლების მანძილზე თავისუფალი საოფისე ადგილები სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებში იყო მიმოფანტული, რაც დიდი კომპანიებისთვის მაღალი კლასის ოფისების პოვნას ართულებდა.


Axis Towers BC -ისმასშტაბური პროექტი, რომლის გახსნაც 2018 წლის ბოლოს იგეგმება, დედაქალაქის A კლასის  საოფისე უძრავი ქონების ბაზარს  კიდევ 15,000 კვადრატულ მეტრზე მეტს  შემატებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით, სხვა რამდენიმე მსხვილპროექტთან ერთად, ჯამურად, A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის  ბაზარი  72% ით იზრდება,  აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, თბილისის მთლიანი საოფისე ფონდის მოცულობა მაინც დაბალი რჩება, - ნათქვამია Colliers International - ის კვლევაში.


Colliers International Group Inc. მსოფლიოს 69 ქვეყნაშია წარმოდგენილი  და შედგება 12 000-ზე მეტი გამოცდილი პროფესიონალით ოპერირებს.


Axis Towers BC მრავალფუნქციური კომპლექსია და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე, გასართობ, კომერციულ და სასტუმრო ფუქციებს.


ოფის ცენტრი აკმაყოფილებს  საერთაშორისო  A კლასის ბიზნეს ცენტრის ყველა მახასიათებელს, კერძოდ:


·         საერთო ფართი;


·         შესაბამისი ლოკაცია -ჭავჭავაძის გამზირი.ეს გამზირი იმთავითვე დაპროექტებული იყო საოფისე და საჯარო ნაგებობებისთვის.A კლასის ბიზნეს ცენტრის ამ ლოკაციაზე განთავსება კი სწორედ ამ მიმართულებების ბუნებრივი განვითარებაა.ასევე აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირი წარმოადგენს ისტორიული ზონის - რუსთაველის გამზირის გაგრძელებას და ეს ბმა აფართოებს ბიზნეს-ტურისტულ ზონას;


·         ადვილად მისადგომი -  იქმნება შენობასთან მისასვლელი დამატებითი გზები;


·         თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაცია და დაცვის სისტემები;


·         ნათელი ოფისები მაღალი ვიტრაჟული ფანჯრებით, გამორჩეულ  არქიტექტურისა და ოპტიმალური გეგმარებიდან  გამომდინარე;


·         პანორამული ხედები ვაკის პარკზე;


·         თანამედროვე თბილისის ლენდმარკ შენობა;


·         ბიზნეს-ცენტრისთვის გამოყოფილი 300 ადგილიანი ავტოსადგომი.


ასევე, Axis Towers  -ის მინის კოშკში განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომლის დიზაინი, აქსისის დიზაინერებთან ერთად, შეიმუშავა ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, კრისტოფ პილემ. სასტუმრო მოიცავს 5 განსხვავებული ტიპის 226 ნომერს და გათვლილია ბიზნეს ტურისტებზე.


მინის კოშკის საფარად გამოყენებულია Mitsubishi Alpolic A2 ალუმინის კომპოზიტური მასალა მაღალი ცეცხლგამძლეობის მაჩვენებლით, რომელიც გამოიყენება ექსტერიერ - ინტერიერის მოსაპირკეთებლად, ასევესახურავად  და საუკეთესო მასალად ითვლება.

დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ - მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?