შეასრულე ჯეიმს ბლანტის სიმღერა, გადაიღე ვიდეო და დაელოდე...

ამბები

23 აპრილი 12:00, 2018 წელი

არ გაუშვა ხელიდან კიდევ ერთი შანსი, პირადად შეხვდე შენს საყვარელ მომღერალს!

გადაიღე ვიდეო, სადაც ბრიტანელი მომღერლის ჯეიმს ბლანტის რეპერტუარიდან შენთვის საყვარელ და ფავორიტ სიმღერას შეასრულებ.
ატვირთე ვიდეო შენს Facebook ან Instagram გვერდზე ჰეშტეგით: #jbcontest

გასათვალისწინებელია, რომ Facebook გვერდზე ატვირთვის შემთხვევაში პოსტი უნდა იყოს Public, ხოლო Instagram-ის გვერდზე ატვირთვის შემთხვევაში, პროფილი უნდა იყოს ღია.


კომპეტენტური ჟიური აირჩევს 6 საუკეთესო შემსრულებელს და ექვსივე მონაწილე იმღერებს 10 მაისს, Hard Rock Cafe-ში (მის.: თბილისი, ვ. პეტრიაშვილის #1), ჯეიმს ბლანტისადმი მიძღვნილ საღამოზე ჟიური 2 გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა ჯეიმს ბლანტის კონცერტის 2 VIP ბილეთი და დამატებით, პირადად შეხვდება ჯეიმს ბლანტს, ასევე, საჩუქარი ჰარდ როკ კაფესგან. ხოლო მეორე ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება 2 Golden Circle ბილეთით ჯეიმს ბლანტის კონცერტზე და ასევე, საჩუქრით ჰარდ როკ კაფესგან. კონკურსი გაგრძელდება 2 მაისამდე.


შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და  26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ, ცოცხლად მოუსმინონ მათ საყვარელ ყველა ჰიტს „You’re Beautiful“, „Goodbye my lover“ და „Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენა უკვე 65 ლარიდან არის შესაძლებელი. „მელომანებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთის ღირებულება 120 ლარის ნაცვლად ახლა უკვე 65 ლარიდან იწყება. ჩვენს პროექტს ახალი სპონსორები ჰყავს და ეს ცვლილებაც მათი დამსახურებაა! დიდი მადლობა „ბაზისბანკს“, სასტუმროს „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“, Check in Georgia-ს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას!“ - განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.


ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, Check in Georgia 2018–ის პრეზენტაციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა და პროექტის ორგანიზატორებმა  უკვე განაცხადეს. 


საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. 
NEW

საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში ჩატარდა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემია ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სწრაფი და მოქნილი მობილური ვერსია - რატომ უნდა ითამაშო სპორტი ევროპაბეთზე

• მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი მუდმივი განახლებები • ევროპაბეთის ახალი სპორტი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს • მხოლოდ აქ: დღის ფსონი, სწრაფი ფსონი, ლაივის პოზიციების გადამრთველი