"ჯორჯიან ეარვეისი": „ტავ ურბან ჯორჯიას“ ცინიკური განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ამბები

21 მაისი 21:50, 2018 წელი

საქართველოს ავიახაზები  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის, „ტავ ურბან ჯორჯიას“  ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“-ს დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ ცინიკური განცხადება უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ტავ ურბან ჯორჯიას“ მხოლოდ იმაში, რომ მგზავრი მიდის ტერმინალიდან თვითმფრინავამდე, გადავუხადეთ 43 მილიონ ლარზე მეტი (43 408 817 ლარი). ეს მაშინ, როდესაც ჩვენს მგზავრებს თავად ვუწევთ ყველანაირ სახმელეთო მომსახურებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია რომ „ტავ ჯორჯიასთვის“ ერთ მგზავრზე გადახდილი თანხა 16$ ვერანაირად ვერ იქნება. მაგალითისათვის, მხოლოდ 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადავიყვანეთ 182 506 მგზავრი და “ტავ ჯორჯიას” გადავუხადეთ ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი (15 788 336 ლარი).

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც.

“ტავ ურბან ჯორჯია“ მინიმალური სერვისის შეთავაზების ხარჯზე მაქსიმალური მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, რის ნათელ მაგალითსაც ახალი ტერმინალიც წარმოადგენს, რომელიც ძველთან შედარებით გაცილებით პატარა ზომისა და შეუსაბამო ფორმისაა, მაშინ როდესაც აეროპორტი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და ტურისტის გაცნობაც ქვეყანასთან აქედან იწყება.

კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, თუ თვლით რომ საქართველოში აუცილებელია ეროვნული ავიაკომპანიის არსებობა და თუ ფიქრობთ რომ „ტავ ურბან ჯორჯია“ ვერ უნდა გვიშლიდეს ხელს ავიაბილეთების გაიაფებაში, დაგვიდექით გვერდში და #დაიცავიქართული - https://bit.ly/2wWbGxG“,-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?