10 წლის ანა კალანდაძემ, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ თანადგომით გაემგზავრა ვენეციის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, პირველი პრემია მოიპოვა

ამბები

29 მაისი 16:45

ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანა კალანდაძე ვენეციის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. 10 წლის ანამ თავის კატეგორიაში უმაღლესი შეფასება – 100-დან 100 ქულა მიიღო და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.

პატარა პიანისტის წარმატების შესახებ  ანას პედაგოგმა, ქალბატონმა ლელა მინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.
„იტალიაში, 15 – 20 მაისის ჩათვლით ჩატარდა ვენეციის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „San Dona’ di Piave“.  ჩემს ანას ამ კონკურსზეც ჰქონდა ბრწყინვალე წარმატებები, მან დაიმსახურა უმაღლესი შეფასება ჟიურის წევრებისაგან, ანას შესრულება შეაფასეს ასი ქულიდან ასი ქულით და მიანიჭეს I „Assoluto ex-aequo“ პრემია.
მადლობა უპირატესად უფალს, დიდება მის სახელს!
უღრმესი მადლობა კომპანია „ჯორჯინ მანგანეზის“ ადმინისტრაციას ფინანსური მხარდაჭერისათვის, ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მეგობრებს, ახლობლებს და ოჯახს გულშემატკივრობისათვის და თანადგომისათვის“, – წერს ლელა მინაშვილი.
ქალბატონი ლელა ანა კალანდაძის არა მარტო პედაგოგი, დეიდაც არის.
„ვენეციის ტიტულოვან  და პრესტიჟულ კონკურსში 21 ქვეყნის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მათ შორის – იტალიის, იაპონიის, ჩინეთის, მაკედონიის, საბერძნეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, მოსკოვის, ბელორუსიის, უკრაინის, ესტონეთის… წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ გალაკონცერტზე ანას ქართული ნაწარმოები – ოთარ თაქთაქიშვილის „პოემა“ დააკვრევინეს. ნაწარმოები ისე მოეწონათ, რომ კონცერტის შემდეგ თითქმის ყველა მუსიკოსმა ნაწარმოების ნოტები მოითხოვა და  მათ ელფოსტაზე უნდა გავუგზავნო“.
ლელა მინაშვილი ყვება, როგორ მოხვდნენ ვენეციის ფესტივალზე. მანამდე ანამ თურქეთში, ბურსას საერთაშორისო  კონკურსში გაიმარჯვა.
„ზოგადად საერთაშორისო კონკურსზე მოხვედრა ადვილი არ არის პიანისტებისთვის, თურქეთში, გალაკონცერტზე ანამ დებიუსის „არაბესკა“ დაუკრა, რომელიც საკონკურსო პროგრამაში არ გვქონდა. მასტერკლასზე გავიტანეთ მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორთან, ვლადიმერ ტროპთან და, ამავდროულად, ნიუ-იორკის კონსერვატორიის დირექტორთან, თამარა პადუბნაიასთან.
ეს ჩანაწერი დავდეთ ანას ფეისბუქზე. როგორც ჩანს, მოისმინეს  ვენეციის ფესტივალის ფონდიდან და უკვე მეორე დღესვე გამოგვიგზავნეს მოწვევა.
ასე მოვხვდით ვენეციაში, შემდეგ ოფიციალური მიწვევაც მივიღეთ“… – ამბობს ლელა მინაშვილი.
იგი  ხაზს უსვამს ქართულ კონკურსებს, რომლებზეც  ანა კალანდაძე, როგორც მუსიკოსი გაიზარდა. ასევე, ემადლიერება  ხელოვნების აკადემიისა  და მუსიკის აკადემიის რექტორს, ბატონ ვალერიან შიუკაშვილს, რომლის ძალისხმევითაც უკვე დიდი ხანია,  ტარდება სხვადასხვა კონკურსი პატარა მუსიკოსებისთვის. სწორედ მოცარტის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ პირველად იქ მოიპოვა ანამ  სტოკჰოლმის საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი და პირველი ადგილი აიღო სტოკჰოლმში. მას მერე ყველა საერთაშორისო კონკურსზე პირველ ადგილზეა… ანა უკვე 9 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.
ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგი ლელა მინაშვილი ემადლიერება  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელმაც ანა ვენეციაში გასამგზავრებლად 5 ათასი ლარით დააფინანსა.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ უკვე მესამედ დაგვაფინანსა, პირველად თანხა ჩემი მეცხრეკლასელი მოსწავლისთვის, ანა ჩაფიძისთვის გამოიყო, რომელმაც  ბარსელონაში გაიმარჯვა. შემდეგ ორჯერ უკვე  ანა კალანდაძე დააფინანსეს.

მე მივედი ბატონ ვასო გველესიანთან, რომელმაც არაჩვეულებრივად მიგვიღო, გაგვაგზავნა ქალბატონ თამარ ჭიპაშვილთან. მანაც ასევე გულისხმიერად მიგვიღო, დაბოლოს, მადლობა კომპანიის სპეციალურ მმართველს, ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს. გაგვიმართლა, რომ აქ დაგვხვდნენ გულისხმიერი და პერსპექტიულად მოაზროვნე ადამიანები“, – ამბობს ქალბატონი ლელა.

იგი კმაყოფილია, რომ ყველანაირად  მხარში უდგანან –  „ჯორჯიან მანგანეზი“, ზესტაფონის რაიონის გამგეობა  და კულტურის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა დროს ორჯერ დაეხმარა პატარა მუსიკოსს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, სასიხარულო და საამაყოა, რომ რეგიონის მოსწავლეები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ფესტივალებზე, კომპანია მათ ყოველთვის  გვერდში დაუდგება და დაეხმარება.
უნდა აღინიშნოს, რომ ანა კალანდაძე ზესტაფონის პირველი სკოლის მე-4 კლასის წარჩინებული მოსწავლეა, სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული. ცეკვის მასწავლებელი მას ვუნდერკინდს ეძახის.
ანა  კალანდაძე ნინო მინაშვილის და გენადი კალანადაძის მრავალშვილიანი, 6-შვილიანი ოჯახიდანაა. ანა პირველი შვილია. ოჯახი მალე მეშვიდე შვილს ელოდება.


წყარო
საკნატუნო ამბები

უაზრო და უმოწყალო დიზაინი

საკმარისია, ერთი დეტალი გამოგრჩეს და დიზაინი უკვე კურიოზად იქცევა... სწორედ ასეთი მაგალითებია ჩვენს დღევანდელ კრებულში.
საკნატუნო ამბები

მილიონი რომ გქონდეთ, რას შეიძენდით?

ზოგიერთი შესაძლოა, Tesla-ს აქციებისა და იტალიაში ვილის შეძენაზე ოცნებობთ, მაგრამ, როცა ამ ნივთებს ნახავთ, მათაც აუცილებლად შეიტანთ თქვენს სიაში...
იცით თუ არა...

გულუხვი მილიონერი სამოთახიან ბინას გაჩუქებთ, ოღონდ - ერთი პირობით

სანამ წარმატებული ბიზნესმენი გახდებოდა, 48 წლის მარკომ მძიმე ბავშვობა გაიარა. მშობლების გარეშე დარჩენილი ბიჭუნა ხშირად შიმშილობდა, ღამეს ქუჩაში ათენებდა და იძულებული იყო, მოწყალება ეთხოვა, თუმცა სჯეროდა, რომ ოდესმე ბედი გაუღიმებდა.
თემატური ჰოროსკოპი

ხარჯვაში ზოდიაქოს ყველაზე ეკონომიური და აკურატული ნიშნები

მათ ფულის ფანტვა არ უყვართ და სურთ, გვერდითაც მსგავსი პარტნიორები იყოლიონ. 
თავსატეხი

იპოვეთ 10 განსხვავება

ქალაქგარეთ ველოსიპედით სეირნობას თუ აპირებთ, მთავარია, შინ არაფერი დაგრჩეთ - უკან მობრუნება ხომ არც ისე ადვილი საქმე იქნება. ამიტომაც გთავაზობთ პატარა თავსატეხს, თქვენი დაკვირვებულობის გასავარჯიშებლად.
საკნატუნო ამბები

მარტივი საშუალება პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად

ეს საშუალება არა მხოლოდ პიგმენტურ ლაქებს მოგაშორებთ, ფერიმჭამელების წინააღმდეგაც გამოგადგებათ.
საკნატუნო ამბები

ორალური სექსის მოყვარული ქალები უფრო ბედნიერები არიან

ასეთ დასკვნას ამერიკელი მეცნიერები აკეთებენ. საინტერესოა - რა ხდება?
ურთიერთობა

ჩემს მეზობლად 34 წლის კაცი ცხოვრობს და ძალიან უნდა, რომ ჰყავდეს ცოლი

სიმპათიურია, კარგი სამსახურით, საკუთარი ბინით, რომელშიც მარტო ცხოვრობს. არ სვამს, არ ეწევა, ცოლი არასდროს ჰყოლია... მოკლედ, კაცი კი არა, ოცნებაა - სტაცე ხელი და გაიქეცი, მაგრამ...
დღის ჰოროსკოპი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

ვისი ცოლია ყველაზე ლამაზი?

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების მეორე ნახევრები და მეგობარი გოგონები...
ჰოროსკოპი

24 ივნისი-1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.