#ერთადერთმანეთისთვის - 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა

ამბები

1 ივნისი 16:01, 2018 წელი

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდებოდა. 

პრეკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის  წარმომადგენლები - მაია მგელაძე, გიორგი ჩიქვანაია და მარიკა  ქაჯაია.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ბირბიჩაძემ,  ექიმებმა, პროექტში ჩართულმა კეთილი ნების ელჩებმა, მედიაპარტნიორებმა და სხვა.


მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის  გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით,  „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“  მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  წარმოადგენს. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები  სირთულეების შესახებ, უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება  საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის.


„ვფიქრობ, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაცილებით ბევრი ადამიანი გაიგებს ამ დაავადების და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ. მნიშვნელოვანია,რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რეალურად, რას ნიშნავს „გაფანტული სკლეროზი“, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ნაადრევ დიაგნოსტირებას.  უპირველესად, აუცილებელია აქტიური კამპანიის წარმოება, რათა საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება დაავადების შესახებ.  როგორც თბილისის საკრებულის წარმომადგენელი მზად ვარ, აქტიურად ვითანამშრომლო. დღეს იყო პირველი შეხვედრა, მთავარია ჩვენს შორის შედგა კომუნიკაცია. მსგავსი ტიპის შეხვედრები,  აუცილებელია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც, რათა მან შესაბამისი ყურადღება გამოიჩინოს პაციენტებისადმი,“ - აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.


დაავადებით გამოწვეულ პრობლემებს შეეხნენ მედიკოსებიც. „დღევანდელი დღე ვფიქრობ,ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას დაავადების შესახებ,  ყველამ  კარგად წარმოიდგინოს თუ რას ნიშნავს ეს დაავადება და თუ რა პრობლემის მატარებელია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა, 20-40 წლამდე ასაკის მქონე ადამიანების დაავადება, მკურნალობის არარსებობის პირობებში,ძალიან ბევრი პაციენტი ცხოვრებას მძიმე  ფიზიკური უნარშეზღდუდულობით აგრძელებს, რაც საბოლოო ჯამში ინვალიდობის საკმაოდ მძიმე ხარისხით ვლინდება. ადეკვატური, თანამედროვე მედიკამენტების გამოყენებით კი, შესაძლებელია, რომ ტრამვის მძიმე ხარისხი თავიდან ავიცილოთ,“ - განმარტა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეფერტამენტის პროფესორმა მარინა ჯანელიძემ.


„აღსანიშნავია,რომ გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა.   ძალიან სასიამოვნოა,რომ ამ პრობლემას გამოეხმაურა საქართველოც, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ასოციაცია და ასეთი ძალიან საინტერესო ღონისძიება მოაწყო,რომლის მიზანია ჩვენს საზოგადოებაში გაფანტული სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ყურადსაღები ნერვოლოგიური დაავადებაა. ძალიან ხშირად ამ დაავადებას სწორად არ აღიქვამენ და შესაბამისად, საკმაოდ  მნიშვნელოვანია ასეთი საინფორმაციო კამპანიები, რომელსაც სამომავლოდ  შედეგი ექნება ამ დაავადებასთან ეფექტური ბრძოლის თვალსაზრისით,“ - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე.


პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდა კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის  #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. აქტივობა მოწოდების სახის მატარებელია, რათა საზოგადოების ჩართულობით მოხდეს დაავადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ამით გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.


პრესკონფერენციის დასასრულს, გაიმართა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებიან პროექტში კეთილი ნების ელჩებად, რათა ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდობის პროგრესირების შემცირების მიზნით.


ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ


გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით.   პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში.  არსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა:


· რეციდიულ-რემისიული ფორმა -  ყველაზე ხშირია (80-85%).  დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამოდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.


· მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.


· პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება,  დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.


მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?