სუბტროპიკული გარემო და ზღვის ულამაზესი ხედები, გასართობი და გამაჯანსაღებელი აქტივობები დამსვანებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს იდეალური დასვენება, საქმიანი შეხვედრები და მნიშვნელოვანი სადღესასწაულო ღონისძიებები.
სასტუმრო წლევანდელ ზაფხულის სეზონს ბევრი სიახლით ხვდება:
„უკვე გაწერილია ზაფხულის ივენთების კალენდარი. ჩვენს სტუმრებს ყოველთვის ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სპა-გაჯანსაღების მიმართულებით. თუმცა წელს გადავწყვიტეთ შევთავაზოთ უფრო მეტი გასართობი აქტივობა. თითქმის ყველა ვიქენდზე დაგეგმილია ქართველი შემსრულებლებისა და ბენდების კონცერტები. მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს B2B მიმართულებით. ახლახანს გავხსენით “კასტელო მარეს” თბილისის გაყიდვების ოფისი ბიზნეს ცენტრ “ქინგ დეივიდში”, რომელიც მომსახურებას გაუწევს ორგანიზაციებს კორპორატიული ღონისძიებების, თიმბილდინგის, კონფერენციებისა და სემინარების დაგეგმვის პროცესში. ასევე, ტურისტულ კომპანიებს შესთავაზებს MICE (მაის) ჯგუფების განთავსებას დაბალი სეზონის განმავლობაში“, - განაცხადა სასტუმრო “კასტელო მარე“-ს გენერალურმა მენეჯერმა მარიამ კედელაძემ.
სასტუმროს კომპლექსი უნიკალურია ბევრი სხვადასხვა კუთხით. თუმცა, რაც მას ყველასგან გამოარჩევს, ეს ლოკაციაა.
„სასტუმროს კომპლექსი განთავსებულია კლდეზე, ზღვის დონიდან 50 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც ციხისძირის კურორტზე მდებაროებს. მოგეხსენებათ, ციხისძირი საქართველოში ისტორიული კურორტია, თავისი ჰავით, ფლორითა და ფაუნით, უნიკალური ნაკრძალებით.
სასტუმროს კომპლექსი შედგება სამი კორპუსისაგან, რომელიც ცალ-ცალკეა განთავსებული. თითოეულ კორპუსში სხვადასხვა რაოდენობით არის ნომრებია. სასტუმროს ყველა ნომერს აქვს აივანი და უნიკალური ზღვის ხედი. სასტუმროში გვაქვს ძალიან ბევრი სერვისი. ჩვენს სტუმრებს 5 რესტორანი ემსახურება. გვაქვს მაღალი დონის სპა გამაჯანსაღებელი ცენტრი.
ფასები ქართველი მომხმრებლისთვის ხელმისაწვდომია. ამ კუთხით, ძალიან მეგობრულები ვართ ყველა ქართულ კომპანიასთან, თუ ორგანიზაციასთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენთან სტუმრობით.
გვაქვს ძალიან კარგი აუზი და გარდა აუზისა, სტუმრებს აქვთ საშუალება, ჩვენი ლიფტით, რომელიც კლდიდან ზთვის პირზე მიემართება, ჩავიდნენ და ჩვენს პლიაჟზე დაისვენონ. იქ არის პლიაჟის ბარი და სრული მომსახურება.
გვაქვს ქართული და ევროპული სამზარეულო, ასევე სიახლეა ის, რომ ტყეში ერთ-ერთ ჩვენს ლოკაციაზე გაიხსნა თევზის ბარი, სადაც არის ბასეინები, ცოცხალი კალმახი და და სხვადასხვა სახეობის თევზი. სტუმარს შეუძლია თავად აირჩიოს, რომელი თევზი უნდა და ის მის თვალწინ ადგილზე შეიწვება. აღნიშნულის გაკეთება მარტივი არ იყო, მაგრამ ვეცადეთ, შარშანდელი მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა“, -ა ღნიშნა სასტუმროს მენეჯერმა მარიამ კედელაძემ.