კამპანიამ „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტი აიღო

ამბები

17 სექტემბერი 16:46, 2018 წელი

სამოქალაქო კვირეული 10 რეგიონს მოიცავს.

საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ პრეზენტაცია ახალ მზიურში გაიმართა. კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი.


კამპანიის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით.
კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან.


კვირეულმა სტარტი დღეს, 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღო და ის 10 რეგიონს მოიცავს, მათ შორის,  კახეთს, რაჭას, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს, გურიას სამეგრელოს და აჭარას.


„საქართველოში ასეთი მასშტაბური კამპანია პირველად ტარდება. კამპანიის მიზანია, გავაცნობიეროთ, რა მხრივ შეიძლება, თითოეულმა მოქალაქემ გარკვეული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ სწორედ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების თვალსაზრისით, პრევენცია მოახდინონ. ეს კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ პირველი შემთხვევა, როცა არასამთავრობო და კერძო სექტორი აერთიანებენ ძალისხმევას კონკრეტული სოციალური საკითხის გარშემო. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი ამ კამპანიაში არის ჩართული და აერთიანებს 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს ათ რეგიონში. სწორედ ეს ორგანიზაციები გადამზადდნენ საგზაო უსაფრთხოების თემებზე,” – განმარტავს კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორი, სიდას აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი.


სამოქალაქო კვირეული დასრულდება  21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში.  22 სექტემბერს კი, თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათის და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და  ბიზნესკომპანიებს კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.


“ის, რომ დღეს ჰაერი დაბინძურებულია და დაბინძურების დიდი წილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ყველა ვთანხმდებით, თუმცა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ვითარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ცნობადობის ამაღლება და სწორედ ეს კამპანია ემსახურება ამას. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ, ასევე ეკომართვის წესებზე, რაც ყველა ჩვენგან შეგვიძლია, გამოვიყენოთ; შეგვიძლია, მცირე მანძილებზე გადაადგილებისას დავტოვოთ პირადი ავტომობილი და გადავაადგილდეთ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე სხვა ალტერნატიული საშუალებებით და ხშირად ვიაროთ ფეხით,” – აღნიშნა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.


სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?