ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

ამბები

21 სექტემბერი 12:29

ოზურგეთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ოზურგეთში რეაბილიტირებული ფოლკლორის რეგიონული ცენტრი საზეიმოდ გახსნეს.


საზეიმო გახსნაზე, ასევე, მიწვეულნი იყვნენ  მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ფოლკლორში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და მედია. კულტურის მინისტრი ოზურგეთში გახსნილ რეაბილიტირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფოლკლორის ცენტრს დარგის განვითარების უნიკალურ საშუალებად მიიჩნევს.


"ოზურგეთში გაიხსნა უნიკალური ფოლკლორის ცენტრი, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოში ფოლკლორის განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა. ცენტრში განთავსებულია საკონცერტო დარბაზი საგამოფენო სივრცეები, აღჭურვილია ხმის ჩამწერი სტუდიებით, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, დასავლეთ საქართველოში ჩავატაროთ საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალები", - განაცხადა მინისტრმა.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის განცხადებით, ოზურგეთში გახსნილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ფოლკლორის ყველა დარგს მთლიანად დასავლეთ საქართველოში მოემსახურება. "ოზურგეთში გავხსენით საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დასავლეთ საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობა. ეს ინსტიტუცია მოემსახურება ფოლკლორის ყველა დარგს და მთლიანად დასავლეთ საქართველოში და ფოლკლორის მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება", - აღნიშნა გიორგი დონაძემ.


ცენტრი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის, ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით გაიხსნა. გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: "შემოქმედმა", "შვიდკაცამ“, "ბასიანმა", ადგილობრივმა ტრიომ "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდმა, სალოტბარო სკოლის ჯგუფებმა ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.


„ქართული სიმღერა უნიკალურია მთელ მსოფლიოში, თავისი მრავალხმიანობითა და ტრადიციული საგალობლებით. თავის მხრივ, კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად შემორჩენილი საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის უნიკალურია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, გურია დასავლეთ საქართველოს გულია, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო. ამასთანავე, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისთვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს დასავლეთ საქართველოს რეგიონს. გარდა ამისა, 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები  სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს  სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება“, - მიაჩნია დონაძეს.


აღმავლობის კერა, ასევე, ტურისტული ლოკაცია და ოზურგეთის ღირსშესანიშნაობა - "ფოლკლორული ქალაქი" გახდება, რადგან ქართული ფოლკლორი ის მყარი საფუძველია, რაზეც მთლიანად ქართული კულტურაა დაშენებული და რეალურ იდენტობას ინახავს. ცენტრის გახსნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი თაობის ფოლკლორით დაინტერესება, მათთვის დაგროვილი ცოდნის გადაცემა და გაზიარება. შესაბამისად, ცენტრი ხელმისაწვდომია რეგიონის ბავშვებისთვის.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. „შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო,” - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1,5 მილიონი ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. 1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.


დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან უმდიდრესი სპორტსმენების ცოლები

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო დონის სპორტსმენებს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვთ...
საკნატუნო ამბები

როდესაც ჩაცმის განსაკუთრებული სტილი გაქვს (20 ფოტო)

ადამიანების გარკვეულ ნაწილს უყვარს, როდესაც სხვებისგან გამოირჩევიან და ამაში ცუდს ან სამარცხვინოს ვერაფერს ხედავენ. რომ დავფიქრდეთ, არც არაფერია.
საკნატუნო ამბები

გიტირიათ სექსის შემდეგ?

გაიხსენეთ, ხომ არ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს უტირია ან უბღავლია კიდეც. იქნებ, სექსის შემდეგ თქვენც წამოგსვლიათ თვალებიდან ცრემლები? მოკლედ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი პოსტკოიტალური დისფორიიდან გამომდინარეობს, რომელიც შეინიშნება როგორც ქალებში, ისე კაცებში.    
NEW

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
NEW

სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან

სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

პაემნები, რომლებიც ამ ვარსკვლავებს კოშმარულად ახსოვთ

ისინიც მოხვედრილან ისეთ სიტუაციებში, რომელთა გახსენებაც აღარ უნდათ...
ამბები

მარიამ ჯაში: გთხოვთ გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურისა და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი გააკეთა ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
ამბები

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმსა და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის ქ. N1).