"რუსულმა “Pobeda”-მ "ჯორჯიან ეარვეისი" საავიაციო ბაზრიდან გააძევა"

ამბები

1 ნოემბერი 20:40, 2018 წელი

„ჯორჯიან ეარვეისი“ რუსულმა ავიაკომპანია ,,Pobeda Airlines’’-მა რუსული საავიაციო ბაზრიდან გააძევა“,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ რუსულმა ავიაკომპანია ,,Pobeda Airlines’’-მა რუსული საავიაციო ბაზრიდან გააძევა, რაც “ჯორჯიან ეარვეისის” გაკოტრების კიდევ ერთი მცდელობაა. ავიაკომპანია ,,Pobeda Airlines’’-ს მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის, ყაზანი-თბილისი-ყაზანის, პერმი-თბილისი-პერმისა და ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების უფლება მიენიჭა, რამაც ქართულ ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისს'' რუსული საავიაციო ბაზრის დატოვება აიძულა. საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვით რუსული ავიაკომპანია სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ყოველდღიურად, ხოლო სხვა აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენებს კვირაში 2-3 სიხშირით ასრულებს, რამაც ,,Pobeda Airlines’’-ის მიერ რუსული საავიაციო ბაზრის მონოპოლია გამოიწვია და ქართულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელება შეაწყვეტინა. “Pobeda”-ს რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს და იგი ავიაკომპანია “აეროფლოტის” შვილობილი ავიაკომპანიაა. ,,Pobeda Airlines’’-სთვის შეცვლილი განრიგით ოპერირების უფლების გაცემა სავარაუდოდ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პირადი ინტერესების გათვალისწინებით მოხდა, რომლებმაც შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს მთავრობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ოქმით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, ,,Pobeda Airlines’’-ს როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. ფრენები ამ მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით სრულდება. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საქართველოს ავიახაზებმა დაკარგა არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელორუსიის, ირანის, თურქეთის საბერძნეთის და სხვა საავიაციო ბაზრები“,-ნათქვამია ქართული ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

საკნატუნო ამბები

ეროგენული ზონები, რომელთაც მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ

სხეულზე გაცილებით მეტი ეროგენული ზონაა, ვიდრე ვიცით და გვგონია. დროა, მოვსინჯოთ სხვა ვარიანტებიც.  
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.
საკნატუნო ამბები

რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 დედა, რომლებსაც სამშობიაროში შვილები შეუცვალეს

უყურებ დედების ამ თბილ ფოტოებს თავიანთ „ნაშიერებთან“ ერთად და ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როცა ხელმარჯვე ოსტატებს გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ...

ზოგს ეს იდეები თამამად მოეჩვენება, ზოგს - ცოტა ექსტრავაგანტურად, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ამ „შედევრებს“ გულგრილად ვერ ჩაათვალიერებთ!
საკნატუნო ამბები

საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 
საკნატუნო ამბები

რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...