სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
„დღეს ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყება. ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი, ადამიანი დაცული უნდა იყოს. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ, მომაწოდოთ თქვენი ტკივილი, პრობლემები, მე თქვენ წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი, მოვალ და ანგარიშს მოგახსენებთ იმის შესახებ, რას შევძლებ ან რას ვერ შევძლებ. თქვენი იმედი მაქვს არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ასეთ ძლიერ სოფლებსა და ადამიანებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.