გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები დაავადების ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით შეიკრიბებიან

ამბები

21 ნოემბერი 14:21, 2018 წელი

#ერთადერთმანეთისთვის - გაფანტული სკლეროზით ცხოვრება რთულია, მაგრამ შესაძლებელი!

 


22 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ  პრობლემებზე ისაუბრებენ. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ეწყობა და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. 


შეხვედრის მიზანია პაციენტების მხარდაჭერა და სახელმწიფოსთვის შეხსენება, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. მათი მოთხოვნაა დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა.


დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მისულ  დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება და დაუსვან კითხვები წამყვან სპეციალისტებს.


ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული (მრავლობითი) სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები  და  წამყვანი ნევროლოგები. ღონისძიების  დასასრულს, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სახელზე პაციენტების მხრიდან მომზადდება და გაიგზავნება მიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა დაავადების ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნას.


მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“ წელს,  გაზაფხულზე დაიწყო. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  წარმოადგენდა. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანამდევი  სირთულეების შესახებ, უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება  საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის.


შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს, კამპანიას საქართველოც შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებოდნენ პროექტში კეთილი ნების ელჩებად და ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდულობის პროგრესირების შემცირების მიზნით.


ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ


გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით.   პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში.  არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმა:


·  რეციდიულ-რემისიული ფორმა -  ყველაზე ხშირია (80-85%).  დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.


·  მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.


·  პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება,  დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.


მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. 


 


 

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.