#დაასრულეძალადობა - საქართველოში  ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკომუნიკაციო კამპანიის შედეგები განიხილეს

ამბები

21 ნოემბერი 15:12, 2018 წელი

20 ნოემბერი ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძლის საერთაშორისო დღეა მსოფლიოში ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმოწერის დღე აღინიშნება.

სპეციალურად თარიღთან დაკავშირებით UNICEF-მა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული კამპანია შეაჯამა. კამპანია დისკუსიებს, ღია კლასებს, პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრებს მოიცავდა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის უარყოფითი გავლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობრივი მიდგომა ხშირად სოციალურ ნორმად განიხილება.


საქართველო ბავშვთა მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება. „გახდი ლურჯი“ - ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის წლევანდელი ღონისძიების ლოზუნგი, რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქთან ერთად თბილისის ღირსშესანიშნაობებიც ლურჯად განათდა. ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშთა სიღარიბე და მათზე ძალადობა ქვეყნის გამოწვევად რჩება. პრობლემაა განათლების ხელმისაწვდომობაც. სახალხო დამცველის აპარატში თავმოყრილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ბავშვები ქვეყანაში ერთ-ერთი დაუცველი ჯგუფია.


გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული  საკომუნიკაციო კამპანია „დაასრულე ძალადობა“, რომლის მიზანი იყო  საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირება, რომ მეტ ადამიანს შეეტყო და მიემართა აღზრდის ალტერნატიული, პოზიტიური მეთოდებისთვის.


კამპანიის შედეგად შეიქმნა მხარდამჭერთა ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ დისკუსიას შემდგომი ცვლილებებისათვის. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 7 შეხვედრა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან 200ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, 300-ზე მეტი მშობელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდა აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ დისკუსიებში, 200-ზე მეტმა სკოლის მასწავლებელმა 30-მდე სკოლიდან გაიარა სპეციალური ტრენინგი პოზიტიური დისციპლინური ზომების შესახებ, 200-მდე ბავშვმა და ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ძალადობის თემაზე მოწყობილ საჯარო დებატებსა და დისკუსიებში,  გაეცნო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მეთოდებს.


„დღეს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ხელმოწერის დღეა. ამ დღეს გაერო მოუწოდებს ყველას, რომ გახდნენ ლურჯები, რათა მიექცეს ყურადღება ყველაზე მეტად დაუცველ ბავშვებს. საქართველოში ჩვენი კამპანიის მიზანი იყო, გავლენა მოგვეხდინა იმ მავნე სოციალურ ნორმებზე, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობას უკავშირდება. ბავშვების ნომერ პირველი უფლებაა სიცოცხლის უფლება, აგრეთვე უფლება, მიიღონ განათლება, შეძლონ განვითარება, იცხოვრონ ძალადობის გარეშე. მართალია, საქართველოს მთავრობამ ამ საკითხების მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, როგორიცაა მაგალითად ბავშვების სიღარიბე“, – აღნიშნავს UNICEF-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი, ღასან ხალილი.


ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბავშვთა საკითხები მსოფლიოს დღის წესრიგში აღარ არის, სწორედ ამიტომ, წელს ორგანიზაცია თარიღს ახალი კამპანიით ხვდება, „გახადე მსოფლიო ლურჯი“ – კამპანია UNICEF-ის იდეოლოგიის გაზიარებას გულისხმობს. მასში ცნობილი ადამიანებიც არიან ჩართული, რომელთა მოწოდება სპეციალური პეტიციის შევსებაა, რომლითაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, ბავშვთა საკითხებით მეტად დაინტერესდნენ. სპეციალურად აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ლურჯ ფერში განათდა.


 „კამპანია „დაასრულე ძალადობა“ დაგვეხმარა დაგვეწყო საზოგადოებრივი  დიალოგი იმის შესახებ, თუ რა არის ძალადობა, თუმცა მნიშვნელვანია ამ დიალოგის გაგრძელება, სანამ  არ დავინახავთ რეალურ ცვლილებებს“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში,  ღასან ხალილმა. „იუნისეფი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან ბავშვის დაცვის სახელმწიფო მექანიზმების გასაძლიერებლად, მაგრამ სასურველი ცვლილებები არ მოხდება საზოგადოებრივი დამოკიდებულების და ნორმების ცვლილების გარეშე. ამიტომ აუცილებელია სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული კომუნიკაცია აისახოს სახელმწიფო პოლიტიკასა და ბიუჯეტში.  შემთხვევითი არაა, რომ ჩვენ ძალადობაზე ვსაუბრობთ მსოფლიო ბავშვთა დღეს და გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ძალადობის და უგულებელყოფის მსხვერპლ, ყველაზე დაუცველ ბავშვებს“, - ითქვა გუშინ.


გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ:


ცნობილია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის ნებისმიერი ქმედება მიმართულია ყოველი ბავშვის უფლებების დასაცავად და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, რათ ეს ვალდებულება რეალურ ქმედებაში გარდავსახოთ და განსაკუთრებული ძალისხმევა გამოვიყენოთ იმისთვს, რომ დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ბავშვის საკეთილდღეოდ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?