5-ვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ის გენერალური მენეჯერი წარადგინეს

ამბები

23 ნოემბერი 14:41, 2018 წელი

კომპანია „აქსისმა“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „აქსის თაუერსში“ განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ის გენერალური მენეჯერი წარადგინეს.

ანტუან ლუგენოტი საქართველოში სპეციალურად არის მოწვეული. მას აკორ ჯგუფში შემავალ მაღალი კლასის სასტუმროების მართვის 29 წლიანი გამოცდილება აქვს. 10 სხვადასხვა ქვეყანაში ლუგენოტი სწორედ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. 


აღსანიშნავია, რომ „Pullman“ Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა, Accor Group, კი 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც 4 500 სასტუმროთი და 20-მდე ბრენდით მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Accor Group აერთიანებს მაღალი და პრემიუმ კლასის ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel. ჯგუფის მფლობელობაშია ასევე საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.


„აქსის თაუერსში“ განთავსებული Pullman-ი, რომელიც ათვლას მე-19 სართულიდან იწყებს ორიენტირებულია ბიზნეს ტურიზმზე. პულმანის სხვა სასტუმროებიდან მას გამოარჩევს არა მხოლოდ დიზაინი და სხვა აუცილებელი მონაცემების უმაღლესი სტანდარტები, არამედ ტევადი და სრულად ინფრასტრუქტურირებული საკონფერენციო დარბაზები და სხვა სამუშაო სივრცეები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებას.
აღსანიშნავია, რომ სასტურო პულმანში დასაქმდება 300 ადამიანი, ხოლო მთლიანად „აქსის თაუერსის“ პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 92 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.


PILLMAN-ის სასტუმროში 226 ნომერია. უდავოა, ამ მაღალი კლასის სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესტურიზმის განვითარებას.

საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?