„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა

ამბები

17 დეკემბერი 17:03, 2018 წელი

17 დეკემბერს „ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი (4WD) ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ.

 


სანახაორბრივ რბოლაში პირველ ადგილზე გასულ ზვიად დვალიშვილს „ვიანორისგან“ „ნოკიანის“ პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ზამთრის საბურავების სრული კომპლექტი და „ვისოლისგან“ 200 ლიტრი საწვავი ერგო, მეორე ადგილზე გასულმა შაკო ციხელაშვილმა „ვისოლისგან“ 200 ლიტრ საწვავი და „ვიანორისგან“ ფრანგული „ტოტალის“ საავტომიბილო ზეთი მიიღო, მესამე ადგილზე გასულ დავით აბულაძეს კი 100 ლიტრი საწვავი და „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი გადაეცა.  


სამოყვარულო წყვილთა რბოლაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად, ღონისძიება 8 საათამდე გაგრძელდება.


ცნობილია, რომ „ვისოლის“ საწვავი არ იყინება ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, ავტმომსახურების ქსელ „ვიანორის“ „ნოკიანის“ ცნობილი ბრენდის გარდა, ზამთრის საბურავების ფართო არჩევანი კი ნებისმიერი ამინდის პირობებში ტოლს არავის უდებს. შესაბამისად, გუდაურში,  თოვლში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზების მისაღებად თავს არ ზოგავდენ. „ვისოლ ჯგუფის თასი“ გუდაურში უკვე მეორედ ტარდება. 


 „ვისოლ ჯგუფის“ თასის გათამაშების მხარდამჭერი იყო ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“, რომელიც ყველა მონაწილესა და მაყურებელს გემრიელი „ჰოთ დოგებით“ გაუმასპინძლდა. ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი - BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელმაც Ski-Doo ბრენდის თოვლმავლების გამოფენა მოაწყო.


შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...