„ვენდი“ და „დანკინი“ 2019 წელს 35 რესტორნით ხვდება

ამბები

21 დეკემბერი 16:50, 2018 წელი

„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის ქუჩის დასაწყისში, #54-ში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, „დანკინის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რაც „ვენდისა“ და „დანკინის“ ბრენდის ქვეშ მომუშავე 35 რესტორანს აერთიანებს.

„დანკინის“ ახალი რესტორანი თავისი ერგონომიკით აბსოლუტურად განსხვავებულია „დანკინის“ ყველა  სხვა რესტორნისგან. „დანკინის“ ამ რესტორნის შექმნა „ლოფტის“ სტილში გადაწყდა და ის მართლაც უნიკალური გამოვიდა. ამ რესტორანში ყველაფერი მოსახერხებელი, პრაქტიკული და ეფექტურია, როგორც ამას „ლოფტის“ სტილი ითვალისწინებს. „ლოფტი“ ამერიკული წარმომავლობისაა და ის სათავეს იღებს ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან... ჩვენმა დიზაინერებმა თბილისის ამ ძველ უბანში საგანგებოდ გაასუფთავეს კედლები აგურის ფენამდე, რაც ვიზუალურად კვეთს სივრცეს, და რესტორნის მოსაწყობად უმთავრესად ნატურალური მასალა გამოიყენეს. „დანკინის“ ამ რესტორანში ნახატებიც კი განსაკუთრებულია და ისინი სპეციალურად „დანკინის“ თემატიკაზეა შექმნილი. რაც ყველაზე მთავარი და ძალზე სასიხარულოა, ამ რესტორანმა პირველი წუთებიდანვე  მიიპყრო როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების ყურადღება. რესტორანში სასიამოვნო ოჯახური გარემოა შექმნილი“, – აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


„დანკინი“ უდავო ლიდერია საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში. კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება რებრენდინგის შემდგომ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნები მომავალში „დანკინის“ ბრენდით იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს მშვილდაძე.


გამორჩეული ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის „დანკინი“ თავშეყრის შეუცვლელი ადგილი გახდა. ყავის პროდუქტების გარდა, „დანკინის“ რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა. კომპანიის ბრუნვის 25% ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის, რომლებიც თბილისში არსებულ დონატების ქარხანაში იწარმოება და დღეში ორჯერ მიეწოდება „დანკინის“ რესტორნებს. „ვენდის“ რესტორნებისთვის კი, „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2017 წლიდან პური, საქონლისა და ფრინველის ხორცი საქართველოში მზადდება.

ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?