„ვისოლმა“ ბავშვებს საახალწლო სპექტაკლი აჩუქა

ამბები

8 იანვარი 17:00, 2019 წელი

„ვისოლმა“, რუსთაველის თეატრთან ერთად, საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა. წარმოდგენა „შობა ტიფლისში“ სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ვეტერანთა ბავშვებისთვის მოეწყო.

„მოხარული ვარ, საახალწლოდ კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ვეტერანების შვილებს, რომელთაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად სჭირდებათ. ეს არის ჩვენი მოკრძალებული მხარდაჭერა. „ვისოლი“, რუსთაველის თეატრთან ერთად, უკვე მეოთხე წელია, საქველმოქმედო საშობაო ჩვენებებს მასპინძლობს, რომ ბავშვებს, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ სპექტაკლს რუსთაველის თეატრში, საშუალება მისცეს, ეზიარონ მაღალ კულტურას და განსაკუთრებულად ჯადოსნურ გარემოში შეიგრძნონ სადღესასწაულო განწყობა“, -განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.


სპექტაკლს ესწრებოდნენ ორგანიზაციების „ქვიშის საათის“, „ვორლდ ვიჟენის“, „ბერი ანდრიას ფონდის“, „კარიტასის“, „სოლიდარობის ფონდის“, „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ ბენეფიციარები.


„უკვე მესამე წელია, „ვისოლი“, რუსთაველის თეატრთან ერთად, საქველმოქმედო საახალწლო ჩვენებას მასპინძლობს ბავშვებისთვის, რომლებსაც საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად სჭირდებათ. მიხარია, რომ ჩვენ ამის მონაწილე ვართ და მცირე წვლილი შეგვაქვს მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაში“, - განაცხადა „ვისოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან გელაშვილმა.


ინსცენირების „შობა ტიფლისში“ ავტორები არიან: რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე. სპექტაკლში ძველი თბილისის ამბებია გაცოცხლებული თავისი ხუმრობებითა და ოინებით იმ ვოდევილებიდან და წარმოდგენებიდან, რომლებიც რუსთაველის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს თამაშდებოდა. სპექტაკლში ძველი ყარაჩოხელები, კინტოები და ხანუმები წარსულს იხსენებენ და დღევანდელობასაც აჩვენებენ.


ია შერაზადიშვილი, რუსთაველის თეატრის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „უკვე მესამე წელია, „ვისოლთან“ ერთად,  ტრადიციად ვაქციეთ, რომ საქველმოქმედო სპექტაკლს ვატარებთ. სპექტაკლ „შობა ტიფლისში“ ბავშვები მოისმენენ ძველი თბილისის ჰანგებს და ნახავენ ძველი თბილისის სურათებს“.


ია შერაზადიშვილი იმედოვნებს, რომ ეს ტრადიცია „ვისოლთან“ ერთად გაგრძელდება და ყოველ წელს უმასპინძლებენ ბავშვებს სპექტაკლებზე.


სპექტაკლის „შობა ტიფლისში“  პრემიერა 3 იანვარს გაიმართა. მაყურებლებს მისი ნახვის შესაძლებლობა 15 იანვრის ჩათვლით ექნებათ, ყოველდღე, შაბათ-კვირას კი - დღეში ორჯერ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?