საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბიზნესშეთანხმება შედგა!

ამბები

1 თებერვალი 16:43, 2019 წელი

მსოფლიოს წამყვანი ონლაინთამაშების კომპანია Paddy Power Betfair (PPB) და საქართველოს ლიდერი კომპანია ონლაინთამაშებში „adjarabet.com“ უნიკალურ თანამშრომლობას იწყებენ.

PPB ჯგუფი „აჭარაბეთის“ 51%-იანი წილის მფლობელი 116 მილიონ ევროდ გახდა. „აჭარაბეთი“, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს და განაგრძობს საქმიანობას, როგორც Paddy Power Betfair ჯგუფის წევრი ევროპის რეგიონში.


PPB ჯგუფი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც წამყვან პოზიციებზეა ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. ჯგუფის წლიური შემოსავალი 1.8 მილიარდ ფუნტს შეადგენს. კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდი ფუნტია.


„ეს შეთანხმება სრულად ერგება ჩვენს სტრატეგიას, რაც ონლაინსათამაშო ბაზარზე წამყვანი პოზიციების მოპოვებას გულისხმობს. „აჭარაბეთი“, როგორც ლიდერი ბრენდი, თავისი ძლიერი მენეჯმენტითა და გუნდით, მყარად იკავებს პირველ ადგილს საქართველოს სწრაფად მზარდ და რეგულირებულ ონლაინ სათამაშო ბაზარზე. ჩვენი ჯგუფის ტექნოლოგიური რესურსებისა და სპორტის მიმართულებით მრავალფეროვანი შესაძლებლობების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ „აჭარაბეთთან“ ერთად განვაგრძობთ სვლას წარმატებისკენ“.


პიტერ ჯექსონი
PPB ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი


„მოხარული ვართ გაცნობოთ საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ყველაზე მსხვილი გაცხადებული გარიგების შესახებ, ბრიტანულმა კომპანიამ PaddyPower Betfair შეიძინა კომპანია აჭარაბეთის 51% წილი 116 მლნ ევროდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგანაც ქვეყანაში შემოვიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მყოფი 6 მილიარდი ბრიტანული ფუნტის კაპიტალიზაციის კომპანია, რომელიც სათამაშო ბიზნესის ბაზრის ლიდერია თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ოპერირებს: ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ცნობადობა რეგიონში, ვოპერირებთ საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე და გვყავს ძლიერი მენეჯმენტის გუნდი. ვფიქრობ, ორივე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან საინტერესო მომავლის დასაწყისი. მადლობა“.


არჩილ კახიძე
„აჭარაბეთის“ გენერალური დირექტორი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?