„ამ კომპანიაში არ არსებობს ბარიერი მათთვის, ვისაც სურს, შეცვალოს თავისი ცხოვრება“

ამბები

12 თებერვალი 18:08, 2019 წელი

„არ აქვს მნიშვნელობა, რა განათლების, გამოცდილების, ასაკის ხარ, ერთადერთი, რასაც  ეს კომპანია შენში ეძებს, მონდომება და წარმატების მიღწევის სურვილია.  მე ვიყავი ასეთი და ეს დაინახეს“.

ამ სიტყვების ავტორი სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტი მაია სამადაშვილია, რომელიც აღნიშნულ სფეროში დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა.


მაია  დეტალურად გვიყვება,  თუ რა გზა გაიარა „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მოხვედრამდე და ერთ მშვენიერ დღეს როგორ შეიცვალა მისი, როგორც თავად ამბობს, რუტინული შრომა:


- რა სპეციალობის ხართ?
- სპეციალობით ფარმაცევტი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიის მიხედვით არასდროს მიმუშავია, ვმუშაობდი ძირითადად მაღაზიებში, გამყიდველად, მენეჯერად და ა.შ. 


- როგორ მოხვდით „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ?
- ფორუმი გამოცხადდა 2017 წელს. დასაქმების  ფორუმის შესახებ ინფორმაცია მედიის მეშვეობით შევიტყვე. ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ  არც გამოცდილებას გთხოვდნენ, არც ასაკი, განათლება  წარმოადგენდა პრობლემას. შანსი ხელიდან არ გავუშვი და დასაქმების მსურველთა  რიგს შევუერთდი.


- მსურველთა სიმრავლემ ხომ არ შეგაშინათ? რა ეტაპები გაიარეთ?
- ფორუმზე რომ მივედი, ხალხი ძალიან ბევრი იყო და სიმართლე გითხრათ, რადგან  ამ სფეროში გაყიდვების კუთხით გამოცდილება არ მქონდა, ვფიქრობდი,  ისეთ კადრებს აარჩევდნენ, ვისაც ამ მიმართულებით  მეტი გამოცდილება ჰქონდა. მიმაჩნდა,  რომ ჩემი კომპეტენცია მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. შიში მქონდა, რომ გასაუბრების შემდეგ არ ამიყვანდნენ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ შეგარჩიეს?
- ახლა ვხვდები რეალურ მიზეზს...  არ აქვს მნიშვნელობა, რა განთლება, რა გამოცდილება გაქვს, რა ასაკის ხარ და ა.შ.  ერთადერთი, რასაც ეს კომპანია ეძებს, არის მოტივირებული ადამიანი, ვისაც უნდა წარმატების მიღწევა; მე ვიყავი ასეთი ადამიანი და ვფიქრობ, ეს დაინახეს. ძალიან დაღლილი ვიყავი იმ საქმიანობით, რასაც ვეწეოდი, ვერ ვვითარდებოდი, მინდოდა ახალი რაღაცის დაწყება და ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა ფორუმი გამოცხადდა და მივედი.


- ამ სფეროში გამოცდილების უქონლობამ, რაიმე პრობლემა ხომ არ შეგიქმნათ?
- არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, რადგან პირველ 6 თვეში ნულიდან დავიწყეთ ყველაფრის სწავლა - დაზღვევის პროდუქტები, გაყიდვები და ა.შ. ყველაფერი ამ კომპანიაში ვისწავლეთ.  არ იყო მოთხოვნა, რომ ამ მიმართულებით გვქონოდა გამოცდილება. ყველაფერს გასწავლიდნენ ადგილზე, მთავარია, ადამიანს სურვილი ჰქონოდა.


 - რას ურჩევდით ჯიპიაიში დასაქმების მსურველებს?
- რეალურად, თუკი ადამიანს  აქვს სურვილი, რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში და მიაღწიოს წარმატებას, არ დააბრკოლოს ასაკმა. ასაკი არაა შეზღუდული. ან არ დააბრკოლოს იმან, თუ რა განათლება ჰქონია, ზოგიერთი ადამიანი 10-15 წელი იჯდა სახლში, შვილს უვლიდა და  შესაბამისად, არ უმუშავია არსად, ყველგან სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ. აქ ეს ბარიერიც არ არის. არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ერთადერთი, რასაც ეს კომპანია ითხოვს ისაა, რომ ადამიანს უნდოდეს წარმატების მიღწევა და თვითონ კომპანიაც ამაში ძალიან  უწყობს ხელს. აქ არაა ის სისტემა, რომ ვიღაცამ სადმე დაგბლოკოს და ხელი შეგიშალოს წარმატების მიღწევაში. პირიქით, მთელი კომპანიის მენეჯმენტი მიმართულია იმისაკენ, რომ დასაქმებული ადამიანები  იყვნენ წარმატებულები და ამისთვის სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. არანაირი ბარიერი არ არსებობს იმ ადამიანებისთვის,  რომლებსაც ნამდვილად უნდათ წარმატების მიღწევა, არც დიპლომი, არც ასაკი, წარმომავლობა და ა.შ.


სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს.


ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა, გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება 22 და 23 თებერვალს, 10:00-დან 19:00 საათამდე. მისამართი: რუსთაველის გამზ. #27, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობა. მუშაობს დასაქმების ცხელი ხაზიც: 2 509111.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?