საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება

ამბები

25 აპრილი 16:04

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება, წელს ფესტივალს კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ. 

CinéDOC-Tbilisi 8 მაისს, 8 საათზე სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით „თაფლის მიწა“ Honeyland გაიხსნება.

Connecting Thoughts, ანუ „დააკავშირე ფიქრები“, - ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს: რეჟისორი ფოკუსში (ფრანგი კინორეჟისორი ნიკოლა ფილიბერი), უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ სახლს, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადაპტაცია.

წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.

წელს პირველად მოხდება ახალი ტალანტების წარდგენა კავკასიის ქვეყნებიდან. Civil Pitch-ის ფარგლებში CinéDOC-Tbilisi კვლავ აკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კინოდოკუმენტალისტებს ერთმანეთთან, CinéDOC Young ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამაა, Erotic DOX კვლავ ფესტივალის ფოკუსშია და ამჯერად ამ სექციის ფილმები უფრო ქალის ეროტიკულ გამოცდილებაზე მოგვითხობენ,  - ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. ფილმების ჩვენებების შემდეგ რეჟისორები, პროდუსერები, პროტაგონისტები მაყურებელს შეხვდებიან და მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ, დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგებიც.

CinéDOC-Tbilisi 13 მაისს საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. წელს ჟიურის წევრები არიან:

საერთაშორისო კონკურსში: ონდრეი კამენიცკი - ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის, One World-ის დირექტორი (ჩეხეთი), მარიამ ჭაჭია - ქართველი კინორეჟისორი (საქართველო), კენან ალიევი - Current Time TV-ს მთავარი რედაქტორი.
Focus Caucasus:  პეტრა სელისკარი - პროდიუსერი და კინორეჟისორი (სლოვენია), ჩილა კატო - პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Astra Film Festival (რუმინეთი), ტუე სტინ მულერი - ცნობილი კინოკრიტიკოსი.

საპატიო სტუმრები:

  • ცნობილი რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი
  • Honeyland-ის ოპერატორები: ფეიმი დაუტი და სამირ ლიუმა
  • ფრანგი რეჟისორი ნიკოლა ფილიბერი
  • ფილმის Disappearance of My Mother/ „დედაჩემის გაუჩინარება“ მთავარი გმირი ბენედეტა ბარძინი
  •  ძიგა ვერტოვის პირველი დაკარგული ფილმის აღმომჩენი ნიკოლაი იზვოლოვი. 

ფესტივალი თბილისში ჩატარების შემდეგ აგრძელებს მუშაობას და საქართველოს და კავკასიის რეგიონებში 120 კინოჩვენების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოხდება რეგიონალური კოორდინატორების ტრეინინგი.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მერია, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, Doc Lounge შვედეთი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უნგრეთის საელჩო თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრი, კავკასიური სახლი,   “ღვინის ბაღი” მარჯანიშვილზე, სასტუმრო „იბისი“, „ვიზეარი“, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?




×

საბანერო პოზიცია
300x150