„ვისოლმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა  

ამბები

5 ივნისი 15:08

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურიც შეემატა.

„ვისოლმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა და ეკო-მეგობრული ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქცია. ზაფხულის დასასრულამდე „ვისოლი“ ელექტრომობილების სწრაფდამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნის და მომავალში მსგავსი ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. გარემოს დაცვის დღეს სწრაფდამტენი სადგური მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება.


„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად ის, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურიც შეემატა, ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზს. „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ და მივესალმებით მსოფლიო ტენდენციებს, რომლებსაც საქართველომაც აუბა მხარი და გპირდებით, რომ საქართველოს ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრომობილების მძღოლებს მოძრაობის სრულ კომფორტს შევუქმნით, რადგან სწრაფდამტენი სადგური, მაქსიმუმ, 20-30 წუთში უზრუნველყოფს ავტომობილის სრულ გამართვას“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.


„ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას. „ვისოლმა“  ელექტრომანქანის დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ზე არსებულ ავტოგასამართ სადგურზე გახსნა. 


„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვისპროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია.


დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...
კულინარია

თევზის ლაბა - მათთვის, ვინც მარხულობს!

საშობაო მარხვაში 1-2 იანვარს თევზით ხსნილია და შეგიძლიათ, თქვენი საახალწლო სუფრა ამ უგემრიელესი თევზის ლაბათი გაამდიდროთ.
დღის ჰოროსკოპი

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში - 7 მთავარი კერძი!

„ბედის ირონია“, „ცისფერი ეკრანი“ და საახალწლო მაგიდა, რომელიც წარმოუდგენელი იყო ამ კერძების გარეშე და რომლებიც, 60-70-იანების თაობას, უბრალოდ, ბავშვობას გვახსენებს...
საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მოდელები

ამ რეიტინგში 1-2 ადგილებს ადრიანა ლიმა და ჟიზელ ბუნდჰენი იკავებენ. და მათ გარდა, ამ ჩამონათვალში კიდევ შვიდი ბრაზილიელი მოდელია. 
დღის ჰოროსკოპი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?