რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

ამბები

18 ივნისი 14:29

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.

„შეკვეთილში“ მდებარე, რეგიონის საუკეთესო საკონცერტო არენად აღიარებულ „ბლექ სი არენაზე“ 16 ივნისს ჯგუფმა სეზონი გახსნა.


„ბლექ აიდ ფისმა“ ახალი ალბომის, Masters of the Sun-ის მუსიკალური ტურნეს ფარგლებში მესამე კონცერტი საქართველოში გამართა. ჯგუფის წევრები ესპანეთიდან ჩამოფრინდნენ, სადაც ასევე კონცერტი ჰქონდათ.


„ბლექ აიდ ფისის“ წევრებმა ჩამოფრენის დღესვე ბათუმი დაათვალიერეს და ერთ-ერთ ღამის კლუბსაც ეწვივნენ, მეორე დღეს კი, საუნდ ჩექამდე, სასტუმრო „პარაგრაფში“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს შესახებ შექმნილი სასიამოვნო შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარეს.


როგორც პროექტის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ცნობილმა პროდიუსერმა უილ აი ემმა აღნიშნა, მათთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ჩამოსვლა.



„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ვართ. მადლობა, რომ მოგვიწვიეთ. ჩვენთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. სასიხარულოა, რომ ჩვენი მუსიკა გვაძლევს საშუალებას, მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაუროთ, გავეცნოთ ახალ კულტურებს და როდესაც სახლში დავბრუნდებით, ოჯახის წევრებს ჩვენი თავგადასავლები მოვუყვეთ. შესაბამისად, „ბლექ აიდ ფისის“ მთელი ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია“, - აღნიშნა მუსიკოსმა.


ჯგუფის წევრის ტაბუს თქმით, ბენდმა გამონაკლისი დაუშვა.



 


 „ჩვენ ამჯერად საფესტივალო ტურნეში ვართ და „ბლექ სი არენა“ არის ერთადერთი, რომლისთვისაც გამონაკლისი დავუშვით, ამიტომ აქ ყოფნა ძალიან გვახარებს“,- აღნიშნა ტაბუმ.  


„ბლექ სი არენას“ კარი მაყურებლისთვის საღამოს ექვს საათზე გაიღო. გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობას შორის, მაყურებელს დახვდა სცენა, სადაც Endorphins უკრავდა. „ბლექ აიდ ფისის“ მთავარ სცენაზე გამოსვლამდე, უკვე დარბაზში, მსმენელის განწყობის შექმნაზე იზრუნა Cosmic Love Rotation-მა.


 


უშუალოდ „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტი კი საღამოს ათ საათზე დაიწყო. ჯგუფმა შეასრულა ყველა ის ჰიტი, რომლითაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იცნობენ. მათ შორის Where is the love, Boom Boom Boom, Let's get it Started, რამდენიმე ახალი კომპოზიცია, მათ შორის Be Nice, რომელიც საქართველოში სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუშვა.


კონცერტის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრებმა სცენაზე ქართველი ბიჭუნა, სანდრო გოგიშვილი აიყვანეს, რომელიც სცენასთან მდგომ აქტიურ მაყურებელს შორის თავად შეარჩიეს და მასთან ერთად იცეკვეს. „ბლექ სი არენამ“ სანდროს მთელი სეზონის განმავლობაში ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთები უსახსოვრა.


კონცერტი ჯგუფის წევრების დარბაზში ჩასვლით და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მათი მოთხოვნით აშენებულ პატარა სცენაზე გადანაცვლებით დასრულდა, სიმღერაზე Where is the Love, რომელიც დარბაზთან ერთად ტელეფონების შუქების ფონზე შეასრულეს და კონცერტზე დამსწრეებთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.


შეგახსენებთ, რომ კონცერტი პროექტის „ჩექ ინ ჯორჯია“ ფარგლებში გაიმართა. შემდეგი უცხოელი არტისტი, რომელიც „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებს, ბრიტანელი მომღერალი ჯესი ჯეი გახლავთ, 6 აგვისტოს არენაზე მისი კონცერტი გველოდება, 13 აგვისტოს კი „ოსკაროსანი“ ჯარედ ლეტო როკჯგუფ 30 Seconds to Mars-ის შემადგენლობაში ეწვევა შეკვეთილის არენას.  




 


 



 


 


 


 


 


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?