თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი

ამბები

1 ივლისი 13:07, 2019 წელი

პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და  Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნეს საქართველოში.

ამ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ თეგეტა მოტორსის კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ფერნანდეს დე მესა.

„ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ პირველი Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შოურუმი საქართველოში. ეს გახსნა თან სდევს მსოფლიოში გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით უკვე მე-5 წარმატებულ წელს, რომელიც გამყარებულია არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი. რაც არის დასტური, რომ Volvo-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია გლობალურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც არის თეგეტა მოტორსი. ის არის რეგიონში ლიდერი კომპანია საავტომობილო ბაზარზე და უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას. ჩვენ ადგილობრივად წარმოვადგენთ „ვოლვოს“ პროდუქტების ფართო პორტფოლიოს, რომელიც დაფუძნებული იქნება შიდა ძლიერ პლატფორმაზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე მულტიმედია ტექნოლოგიებზე, სწორედ ამას შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას. მჯერა, რომ საქართველოში „ვოლვოს“ მომხმარებელი იამაყებს იმ მანქანის ფლობით, რომელიც არის ინდუსტრიის ლიდერი და არა მიმდევარი“, - განაცხადა ხესუს ფერნანდეს დე მესამ.

„მე დღეს ამაყი ვარ, რომ თეგეტა მოტორსი გახდა Volvo Cars-ის დილერი საქართველოში. თეგეტა მოტორსმა, უამრავ მიღწევასთან ერთად, წელს კიდევ ერთი განუმეორებელი პროექტი განვახორციელეთ. „ვოლვო“ არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომავალს და დგამს წარმატებულ ნაბიჯებს ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე, როგორც ქვეითებისთვის, ისე, რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც ავტომობილში ზის. „ვოლვო“ ამ კუთხით გამორჩეული ავტომობილია. „ვოლვოსა“ და თეგეტა მოტორსის მიზნები სრულ თანხვედრაშია. მიხარია, რომ ჩვენ წარმოვადგენთ „ვოლვოს“ საქართველოში და ამით უდიდეს ნაბიჯს ვდგამთ წინ  ქვეყანაში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით“. - განაცხადა თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა დიმიტრი გოზალიშვილმა.

„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს, ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჰქონდეს. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება „ვოლვოს“ უახლესი მოდელები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება „პოპ-აპ“ შოურუმში, მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაათვალიეროს მოდელები მშვიდ და სასიამოვნო, სკანდინავიურ ატმოსფეროში, სადაც წარმოდგენილია არა მარტო ავტომობილები, არამედ ის გამოცდილება და გარემო, რომელიც Volvo-ს ფლობას ახასიათებს. მთავარი შენობა, სადაც ნამდვილად ეზიარებით „ვოლვოს“ უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსნება 2020 წელს, აქ წარმოდგენილი იქნება როგორც პროდუქტების სრული პორტფოლიო, ისე ავტორიზებული სერვისი.

„ვოლვოს“ პროდუქციის სრული დიაპაზონი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს: volvocars.com/ge

საქართველოში წარმოდგენილი ავტომობილების მთავარი ძალა იქნება მრავალი ჯილდოს მომპოვებელი, „ვოლვოს“ SUV ხაზი;

-       XC90 - დიდი SUV; კომპანიის ფლაგმანი და ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე, საუკუნის პრემიუმ SUV

-       XC60 - საშუალო SUV, 2018 წლის მსოფლიო მანქანის გამარჯვებული „World Car of the Year 2018“

-       XC40 - პატარა SUV; 2018 წლის ევროპული მანქანის გამარჯვებული „European Car of the Year 2018“

ასევე, წარმოდგენილია სედანი და უნივერსალი მოდელები, რომლებიც აგრძელებენ 5-ვარსკვლავიან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრთხოების ტესტების მიმართულებით და მოსალოდნელია, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნებათ;

-       S90 - პრემიუმ კლასის სედანი; 5-ადგილიანი ფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ნატურალურ მატერიალებს

-       S60 - საშუალო ზომის სპორტული სედანი; ავტომობილი შექმნილი ნამდვილი მძღოლისთვის

-       V90 - პრემიუმ უნივერსალი; მრავალფეროვნების ხელოვნება

-       V60 - საშუალო უნივერსალი; ხუთკარიანი, მრავალფეროვანი, ოჯახისთვის შექმნილი ავტომობილი

„ვოლვოს“ ამოძრავებს სულისკვეთება, მისცეს მომხმარებელს თავისუფლება, რათა უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იმოძრაონ გზებზე. Volvo Cars-ის მიზანია, არცერთი ადამიანი არ დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს ახალ „ვოლვოში“, რაც 2020 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მისიაა ავტომობილების ინდუსტრიაში. კომპანიამ ახლახან ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას მოძრაობისას. ეს მოხდა 60 წლის თავზე, მას შემდგომ, რაც „ვოლვომ“ გამოიგონა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი. ამ გამოგონებამ 1959 წლიდან დღემდე 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მსოფლიოში.

„ვოლვომ“, ასევე, სრულყოფილი ელექტროსისტემა ჩაუშვა ყველა ახალ ავტომობილში, რომელიც რბილი და ჰიბრიდული ტექნოლოგიაა, კომპანიის მიზანია 2025 წლისთვის გამოუშვას 1 მილიონი ელექტროავტომობილი, ასევე, 2025 წლისთვის გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტროავტომობილები. ამ პერიოდისთვის მოსალოდნელია, რომ ავტომობილების მესამედი იქნება ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი.

„ვოლვოს“ ყველა აქტივობასა და გამოგონებას აერთიანებს ერთი მიზანი - შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიზრუნოთ ადამიანების სიცოცხლეზე და გავზარდოთ ბრენდის სოციალური გავლენა.

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?