ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია თსუ-ს სტუდენტური კონკურსის „მისიის“ გამარჯვებულებს გადაეცათ

ამბები

25 ივლისი 16:40, 2019 წელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარსა და მარკეტინგში ყოველწლიური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

სტუდენტური კონკურსი თსუ-ს ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდა.


„მისიის“ პირველ ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დავალება შეასრულეს, კონკურსის მეორე ეტაპზე კი ჟიურის მიერ შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა გუნდმა ბაზისბანკისგან მიიღო დავალება – განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა.


ფინალისტი გუნდებიდან სამი საუკეთესო კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ ხადური, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროგრამული დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია  და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერი, მწერალი დათო გორგილაძე.


ფინალურ ტურში გასული ხუთი გუნდიდან პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „100%“


მეორე ადგილზე  -  გუნდი „კანუდოსი“, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „Creative Thinkers“.


გამარჯვებულ სამეულს ბაზისბანკისგან ფულადი თანხა გადაეცა: პირველი ადგილის მფლობელ გუნდს 2500 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 1500 ლარი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს – 1000 ლარი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია 500 ლარის ოდენობით კი მიიღო პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა „პროექტისთვის“ „მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად“. 


 „საუკეთესო პროექტს, რომელიც გავიდა პირველ ადგილზე, არ შემოვდებთ თაროზე. „ბაზისბანკი“ უზრუნველყოფს ამ პროექტის ხორცშესხმას და რეალობაში განხორციელებას პროექტის ავტორებთან ერთად. ჩვენ მოხარულები ვართ, ვიყოთ ახალი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან პოპულარული „ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის“ მხარდამჭერი კომპანია. ვთვლით, რომ ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების საფუძველს განათლებული თაობის აღზრდა წარმოადგენს“, - აღნიშნა „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ხადურმა.


ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაა.


პრემიის ფარგლებში  პარტნიორ უნივერსიტეტებში ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს გადაეცემათ საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია.


პრემიის დაარსების მიზანია ნიჭიერი სტუდენტების წარმოჩენა, პრემია ამ წლის მარტში დავაარსეთ, პირველი პრემია კი თსუ-ს კონკურსის გამარჯვებულებს გადავეცით, შემოდგომაზე დაგეგმილი გვაქვს სხვა უნივერსიტეტებთანაც თანამშრომლობა. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარებას და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობას“, - განაცხადა „ჯეპრას“ კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა.


 

დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?