ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ გაიმართება

ამბები

7 აგვისტო 16:20

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.


წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.


„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან:  ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).



საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.


2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო  ფესტივალი“ ეწოდა.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი: ჩვენი სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება. პროგრამა არის ყოველ წელს საკმაოდ სასინტერესო და მრავალფეროვანი. ,,ღამის სერენადები“ უდაოდ ინარჩუნებს იმ სტანდარტს და ხარისხს, რომელიც დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც ქართველი ასევე უცხოელი მსმენელისთვის. წლევანდელი პროგრამა არის საკმაოდ საინტერესო, მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და სხვა უცხოელი მუსიკოსები: მევიოლინე ანა ლიზა ბეზროდნი, ჩეილისტი იან  ერიკ გუსტავსონი და სხვები. ისინი გვპირდებიან საუცხოო სანახაობას, რომელსაც აგვისტოსა და სექტემბრის თვეში როგორც ბათუმში ასევე თბილისში იხილავს ქართველი და უცხოელი მსმენელი. ჩვენი სამინისტრო მუდმივად და ტრადიციულად ხელშემწყობი იქნება ფესტივალის.


ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი: წელს ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ დაიწყება ბათუმში 25, 27 ,28 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში, 2 და 4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს.  უკვე მეორე წელია ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია მისი ძმისშვილი მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, რომელიც გახლავთ ქ. ინგოლშტატში პირველი ქართული სამუსიკო სკოლის -„ისაკაძის სამუსიკო სკოლისა“ და მიუნჰენში მუსიკისა და ბალეტის ისაკაძე-ბეჟუაშვილის აკადემიის დამაარსებელი. პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. გათვლილია ყველა ასაკის და გემოვნების მსმენელზე. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, პაბლო სარასატე, პეტრე ჩაიკოვსკი, ბენჯამენ ბრიტენი, პიაცოლა, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, სამუელ ბარბერი, ანტონ ვებერნი, მანუელ დე ფალია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ტანდემი ვაჟა აზარაშვილის და უცხოელი ცნობილი ჩელისტის იან ერიკ გუსტავსონის, რომელიც შეასრულებს ბატონი ვაჟას ჩელოს კონცერტს,  პირველად შეასრულებს საქართველოში და  რეპერტუარში შეიტანს. ფესტივალზე ასევე წარსდგება ჩვენი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე დავით შამანაურთან ერთად, ისინი შეასრულებენ შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს. ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანია.


მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე:  ფესტივალში პირველად ვიღებ მონაწილეობას და განსაკუთრებით მიხარია, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე არის ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება. ის არის ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი წლების მანძილზე, დღეს-დღეობით მას გვერდში უდგას გიორგი ისაკაძე, ისინი ორივენი არიან სამხატვრო ხელმძღვანელები.  წელს პირველად მოხდება ის ფაქტი, რომ ვოკალური ნაწილი შედის აქამდე მხოლოდ ინსტრუმენტალური იყო. ძალიან ბევრი საინტერესო საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის. ჩვენთვის, ტურიზმისა და ხელოვნების პროპაგანდისთვის, ძალიან მნიშველოვანია ეს ფესტივალი, რომელიც არის მაღალი დონის და საინტერესო. ფესტივალის დასკვნით ნაწილში, 4 სექტემბერს  მე და ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, შევასრულებთ მანუელ დეფალიას არაჩვეულებრივ  ვოკალურ ციკლს  ,,ელამორ ბრუხო“,  რომელიც სავსეა სიყვარულით ვნებით, ესპანური ხალხური საუკეთესო მელოდიებით. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფესტივალზე წარვდგები. ასეთი ფესტივალები უნდა იყოს ხელშეწყობილი.


თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი მაკა ნასრაშვილი: აღდგენიდან მეთერტთმეტე წელია უკვე ფესტივალი ტარდება ბათუმსა და თბილისში. ქალაქ თბილისის მერია არის ამ ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერიდა პარტნიორი. ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. მისი დამაარსებელი და დამფუძნებელია დიდი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე, უკვე მეორე წელია სამხატვრო ხელმძღვანელია ასევე გიორგი ისაკაძე, უცვლელი დირიჯორი ვახტანგ მაჭავარიანი. ქალაქ თბილისის მერია კვლავინდებურად გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას, რადგან ,,ღამის სერენადები“ თბილისი კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი .


ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.


ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;


ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.


პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; „პალმა აპარტამენტი“.


პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი  არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა  “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“;  რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.