„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

ამბები

20 სექტემბერი 13:06, 2019 წელი

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.

ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მიერ მოხატული სადგური მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ქუჩის ხელოვნების მინუში, არამედ როგორც სივრცე, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა 15 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ხოლო დამატებით სერვისების მიღება მარტივი და მოსახერხებელია.


„ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების სადგურების ქსელის განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ვეცდებით, თანმიდევრულად შევცვალოთ სამომხმარებლო ქცევა, რომ დავამკვიდროთ საქართველოში თვითმომსახურება, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი ხანია აპრობირებულია ამერიკასა და ევროპის უამრავ ქვეყანაში. გარდა ამისა, თვითმომსახურების სადგურზე შეთავაზებულ საწვავზე ხელმისაწვდომი ფასი, ფერადი და განსხვავებული გარემო, დამატებთი სერვისები სადგურს კიდევ უფრო მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის“, - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.


თვითმომსახურების პირველი სადგურის საზეიმო გახსნაზე პარტნიორ „რადიო ენერჯისთან“ ერთად, „ვისოლმა“ უამრავ სტუმარს უმასპინძლა და მათ განსხვავებული, საინტერესო გარემო შეუქმნა. ბაიკერებისა და მოცეკვავეების ერთობლივი ექსტრემალური შოუ, ენერგიული DJ Jimi-ს მუსიკა, „სმარტის“ მიერ მომზადებული უგემრიელესი ქუჩის მენიუ და ექსკლუზიური იმპორტის Twisst-ის მოქტეილები, „ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთების კასრების დეკორი, „დანქინის“ ყველაზე ტკბილი დონატები და ყავა დესერტად, გარემოს კიდევ უფრო ფერადს და მხიარულს ხდიდა.


„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია.


ვისოლს ასევე, გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?