„ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლებს „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის რეკომენდაციებს გაუწევენ

ამბები

23 მარტი 15:59

„ვისოლ ჯგუფის“ ინფორმაციით, „ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას „ევექსი კლინიკების“ ექიმები შეამოწმებენ.

„ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ემსახურებიან მომხმარებლებს. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო „ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და COVID-19 ვირუსის პრევენციის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. 


„ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა გადამზადებული ოჯახის ექიმების ჯგუფი. პროექტის ფარგლებში ექიმები მიდიან სხვადასხვა კომპანიაში, ამოწმებენ მათი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და პასუხობენ მათ კითხვებს. ასევე, გასცემენ კორონავირუსისგან თავის დასაცავ რეკომენდაციებს. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვიდეთ ადგილზე და კონსულტაცია გავუწიოთ ყველა იმ კომპანის თანამშრომლებს, რომელთაც მომატებული რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკით - „ევექსმობილით“ გადამზადებული ექიმების ჯგუფი, სამუშაო ადგილზევე მოახდენენ თანამშრომლების შემოწმებას“, - აცხადებენ „ევექსი კლინიკების“ წარმომადგენლები. 


შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს თანამშრომლებს შესაბამისი ეკიპირებით. ასევე, ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ოფისების ძირითადი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს ობიექტების დეზინფექციას და საჭირო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით ცდილობს, დაიცვას როგორც მომხმარებლების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - ნათქვამია „ვისოლ ჯგუფის“ განცხადებაში.

ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?