მინერალური წყალი “ლიკანი” სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს – Soundwave Home Sessions – ცოცხალი მუსიკის ტალღა ჩვენს სახლებში

ამბები

31 მარტი 17:40

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი „ლიკანი“ #SOUNDWAVE - ის საინტერესო სესიებს  ახალი ფორმატით აგრძელებს. 

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, ერთსა და იმავე დროს, 21:00 საათზე SOUNDWAVE Home Sessions - ცოცხალი მუსიკის ტალღა მინერალური წყალი „ლიკანის“ ფეისბუქ გვერდიდან (https://www.facebook.com/likani/) თქვენს  სახლებში შემოიჭრება.


SOUNDWAVE ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ქართული მუსიკალური პროექტია, რომელსაც კომპანია უკვე 1 წელია ახორციელებს. დასაწყისშივე, პროექტის მთავარ მიზანს თვეში ერთხელ მსმენელისთვის სხვადასხვა სივრცეში ცოცხალი მუსიკის შეთავაზება წარმოადგენდა. თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი მუსიკოსები, აკუსტიკური ლაივებით, ამჯერად თავიანთი სახლებიდან ჩაერთვებიან და ონლაინ რეჟიმში კითხვა - პასუხსაც გვპირდებიან. პირველ ლაივს ბარსელონადან Sexy Bicycle -მ უმასპინძლა.  


დღეს, 31 მარტს, #SOUNDWAVE - ის მეორე სესია გაიმართება და კოტე კალანდაძე პირდაპირ ეთერში კონცერტს საკუთარი სახლიდან გამართავს.


„მინერალური წყალი „ლიკანი“ ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ მუსიკოსებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოვიფიქრეთ ლაივ-სესიების ფორმატი, შესაბამისად, დავუკავშირდით ყველა პარტნიორ მუსიკოსს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდა, ასევე გვეყოლება ახალი მონაწილეებიც. უკვე კვირაში ორ დღეს ერთი საათის განმავლობაში ცოცხალი მუსიკა შემოიჭრება ყველა ჩვენგანის სახლში. როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, მათთვის აკუსტიკური მუსიკა კიდევ უფრო ახლობელი და საყვარელი გახდა,“ - პროექტის დეტალებზე საუბრობს მინერალური წყალი „ლიკანი“-ს ბრენდმენეჯერი, ტატა ქათამაძე.


აპრილის ბოლომდე  მუსიკოსთა ლაივ კონცერტების განრიგი კი ასე გამოიყურება:


2 აპრილი - Nika Z Kocharov
7 აპრილი - George Sikha
14 აპრილი - Mebo Renard
16 აპრილი - Erekle Deisadze
21 აპრილი - Giorgi Marr
23 აპრილი - KID Jesus
28 აპრილი - Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili


#დარჩისახლში და ისიამოვნე მუსიკით! მინერალური წყალი „ლიკანი“  ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ!

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?