Feedc Edu - პირველი ქართული ონლაინპლატფორმა დისტანციური სწავლების რეჟიმში

ამბები

31 მარტი 19:27, 2020 წელი

დისტანციური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრო ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას - Feedc Edu-ს გამოიყენებს.

პლატფორმა სრულიად უფასოა ყველა მომხმარებლისთვის, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.


რა არის ახალი პლატფორმა და  რამდენად ადვილად შეძლებენ მის გამოყენებას მასწავლებლები და მოსწავლეები? ამის შესახებ პროგრამის ერთ-ერთი შემქმნელი, CBS ჯგუფის წარმომადგენელი ნიკა ჭიაურელი გვესაუბრება.


- ვინ არის Feedc Edu-ს ავტორი და რა მიზანს ემსახურება ახალი პლატფორმა?


- პროგრამის ავტორია ქართველი სტუდენტი ნიკო კვარაცხელია, რომელმაც აპლიკაცია Feedc შექმნა. CBS ჯგუფმა, Feedc-ის გუნდთან ერთად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა სოციალური ქსელი დისტანციური სწავლების პლატფორმად გარდაექმნა. შესაბამისი სამუშაოები, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში შესრულდა და განათლების სამინისტროს ახალი პროდუქტი უმოკლეს დროში შევთავაზეთ. პლატფორმა დისტანციური სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.


- რამდენად ადვილად შეუძლია სხვადასხვა ასაკის მომხმარებელს მისი გამოყენება და რა არის Feedc Edu-ს უპირატესობა?


 - Feedc Edu, ისევე როგორც დისტანციური სწავლების აპლიკაცია, პრინციპულად დაფუძნებულია სიმარტივეზე. დღეს არსებულ სხვადასხვა პროდუქტებს შორის, რომელსაც ჩემი შვილები იყენებენ, მაგალითად, Scool Book და მას აქვს ხოლმე ხარვეზები, შევეცადეთ, Feedc Edu მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო. ეს არის საქართველოში დაფუძნებული პროგრამა, რომელიც არ მოიხმარს Cloud სერვისებს, რაც სპეციალურად გავაკეთეთ, რომ გლობალური ინტერნეტრესურსები საჭირო არ ყოფილიყო. რაც შეეხება ფუნქციონალს, მხოლოდ მასწავლებელს აქვს ვიზუალური კონტაქტის საშუალება. მას შეუძლია მიმართოს მოსწავლეებს და მოსწავლეები ხედავენ მას, თუმცა მოსწავლეებს მხოლოდ აუდიო ჩანაწერის ან ტექსტური მესიჯის გაგზავნა შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ, ატვირთონ და ჩამოტვირთონ დავალებების ფაილები. ასევე, გავითვალისწინეთ იმ ოჯახების შემთხვევაც, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერი აქვთ, ამიტომ Feedc Edu-ს იწერს გაკვეთილების პროცესს და როცა ერთი მოსწავლე დაასრულებს, მეორეს საშუალება აქვს, ნახოს თავისი გაკვეთილის ჩანაწერი.


- როგორ და სად შეიძლება აღნიშნული პროგრამის ჩამოტვირთვა?


- Feedc Edu ჩამოტვირთვას და დაინსტალირებას არ საჭიროებს. ეს არის ვებპლატფორმა, რომელზეც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია დარეგისტრირება, კლასის მოძებნა, გაწევრიანება და შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართვა.


- არსებობს თუ არა ინსტრუქცია ან ტექნიკური დახმარების ჯგუფი პროგრამის მომხმარებლებისთვის?


- არსებობს როგორც მეილი, ისე „ჩათი“ და დახმარების ხაზის ტელეფონის ნომერი. გარდა ამისა, საიტზე არის ვიდეოტუტორიალები როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. მაქსიმალურად გამარტივებულია პლატფორმის მოხმარების ყველა ეტაპი. ამას თავიდანვე მივაქციეთ ყურადღება, რადგან ის სხვადასხვა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ, კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, Feedc Edu-ს პლატფორმა ქართული განათლების სისტემას ძალიან გამოადგება. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?