მისი თქმით, ამჟამად მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება და მათი დისლოკაცია მოხდება პროფილური კლინიკების მიხედვით.
„ჩვენ კლინიკის 2 მედპერსონალს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, გუშინ შეჩერებული იყო პაციენტების მიღება კლინიკაში, სანამ მომსახურე პერსონალის ტემპერატურა არ განისაზღვრა
ვისთანაც მედპერსონალს შეხება ჰქონდა, ყველა გადაყვანილია კარანტინში. მათ შორის ის პაციენტებიც, ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურეობის არეალი მცირეა უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.