პროექტი დაეხმარება COVID-19-ის შედეგად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო დაზარალებულ ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი, სწრაფად შეძლონ მცირე ფერმების შექმნა და გაიჩინონ ალტერნატიული შემოსავლის წყარო.
„პროექტის ფარგლებში, „ნუტრიმაქსი" მოქალაქეებს ცხოველების გამოზრდის შესახებ პრაქტიკულ ინფორმაციას შესთავაზებს, მისცემს საშუალებას ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში, მიიღონ კონსულტაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და გაეცნონ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში დაეხმარებათ“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის“ facebook ჯგუფში გაწევრიანებისათვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/39CoTcS