ინფექციური საავადმყოფოს დღის რეჟიმი - ექიმები COVID-19-ის წინააღმდეგ

ამბები

17 აპრილი 11:45

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგმა”  ინფექციური საავადმყოფოს ექიმების მხარდასაჭერად “მადლობის ფონდი” შექმნა. კომპანია მადლობას უხდის კლინიკის სამედიცინო პერსონალს  და ფონდში ჩარიცხული 100 000 ლარით თითოეულ მათგანს ანაზღაურებას გაუორმაგებს. 

„3 მარტიდან ფაქტობრივად ინფექციურში ვცხოვრობთ. მანამდე საეჭვო პაციენტებს ვიღებდით, ვისაც კორონავირუსი არ დადასტურებია, თუმცა ეჭვი გვქონდა, მაგრამ ახლა მთელი განყოფილება COVID-19-ზე ვართ მობილიზებული“, - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ჰეპატოლოგიური განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი, ვახტანგ ქერაშვილი.


ექიმი მანამდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ ეტაპზე ყველა ინფექციონისტი ახალ კორონავირუსზეა გადართული.


ამ პერიოდის განმავლობაში სახლში იშვიათად მიდის. ყოფილა შემთხვევები, რომ სამსახურში ღამეც მიბრუნებულა, რადგან კონსილიუმი ღამე დანიშნულა. მისი მეუღლეც ექიმია, ასევე ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს ექოსკოპისტად, ასე რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს სამსახურში ხვდება. შვილი კი, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობს, ერთ-ერთი პირველი გადაიყვანეს დისტანციურ მუშაობაზე, რადგან დედ-მამა ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები იყვნენ.


იმაზე საფიქრელადაც კი არ აქვს დრო, რომ ვინმე ან რამე მოენატროს. ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, საომარი ვითარებაა და მედპერსონალი პირველ ხაზზე მოქმედებს.


„საქმე ის არაა, მე მენატრება ვინმე თუ არ მენატრება. ცხადია, ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები, მშობლები ყველას გვენატრება, თუმცა ეს ყველაფერი დროებით უნდა ჩავკეტოთ ტვინში, მედპერსონალს არ გვაქვს ამის დრო, ამის ფუფუნება“, - ამბობს ექიმი.


კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს პერიოდი საბრძოლო მზადყოფნას შევადაროთ, ექიმი მეუბნება, რომ ბრძოლა დიდი ხანია, დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არც გადავსებულ პალატებს ვხედავთ ეკრანებიდან, არც - გადაღლილი და მასობრივად დაინფიცირებული მედპერსონალი გვყავს და არც აღჭურვილობის დეფიციტი გვემუქრება. ექიმი ამბობს, რომ ამით თავის დამშვიდება გულუბრყვილობაა.


„არ ვიცი, რამდენად აქვს მოსახლეობას გაცნობიერებული ის, რაც ამერიკაში და ევროპაში მოხდა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, ვერ უშვებენ, რომ იგივე აქაც შეიძლება განმეორდეს“, - ამბობს ვახტანგ ქერაშვილი. „ჩვენ ყველაზე მეტ დაძაბულობაში ახლა ვართ, ამ სადღესასწაულო დღეებში, სწორედ ამ დღეებშია გადამწყვეტი მომენტი. ეს თვე ძალიან სერიოზული იქნება“, - ამბობს ის.


მისი თქმით, მოსახლეობამ, მნიშვნელოვანია, ერთი რამ კარგად გაიგოს და გაითავისოს: ვირუსი არ არჩევს ადამიანებს ასაკის, სოციალური ფენის, რელიგიური მრწამსისა თუ სხვა კრიტერიუმებით, ამით შესაძლოა, ყველა დაავადდეს. რაც შეეხება იმას, როგორ გადაიტანს ესა თუ ის პაციენტი დაავადებას, აქაც უკვე რთულია ამის წინასწარ პროგნოზირება.  


„რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ექიმებისთვისაც ძალიან ძნელია იმის ყურება, როგორ ვერ სუნთქავენ პაციენტები. თუ შეგინიშნავთ ის, რომ ფილმებში, როცა ადამიანს წყალში აგდებენ ან პირზე ბალიშს აფარებენ, უნებლიეთ სუნთქვას თქვენც იკრავთ და ამას მხოლოდ მას მერე ხვდებით, რაც ამოისუნთქავთ? ოღონდ COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში, განსხვავება ისაა, რომ შეიძლება პაციენტმა ვეღარ ამოისუნთქოს. ამის გაცნობიერება ძალიან მძიმეა“, - ამბობს ექიმი.


ასევე არანაკლებ მძიმეა პაციენტების ახლობლებისთვის მონახულების აკრძალვაც. ვახტანგ ქერაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ემორჩილებიან კარანტინის წესებს და თავიანთ ახლობლების პირად ნივთებს საავადმყოფოს დაცვას უტოვებენ. დღეს, ყველაზე მეტად, სწორედ, ამ ადამიანებს უჭირთ.


ინფექციურ საავადმყოფოში მედპერსონალის გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გარდა ეპიდემიის მკურნალობისა, გუნდს თავდაცვის ტრენინგები ჩაუტარდათ: აღჭურვილობის სწორად და სწრაფად გახდა-ჩაცმა, პაციენტებთან შესვლის და მოვლის პროტოკოლი, შენობის დეზინფექცია... მიუხედავად იმისა, რომ ინფექციონისტებს არაერთხელ უმუშავიათ სერიოზული გრიპების თუ წითელას აფეთქების პერიოდში, არასოდეს არ გამხდარა თავდაცვა ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.


მიუხედავად მომზადებისა, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა უკვე არის. ვახტანგ ქერაშვილის ვარაუდით, სხვა ქვეყნების მსგავსად, აქაც კიდევ ბევრი ექიმი დაინფიცირდება.


დღეს კი რეალობა ასეთია: ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებები COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გადადიან და თითქმის ყველა პროფილის ექიმი სწორედ ამ საკითხზე ხდება მობილიზებული.

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.